TaoNews.Ge

“უკანონო ბრძანებები არ უნდა შესრულდეს” – მიხეილ სააკაშვილი

,,მე მინდა მივმართო ყველა სახელმწიფო მოხელეს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს. მინდა, მივესალმო იმას, რომ არ ასრულებთ უკანონო ბრძანებას იმის თაობაზე, რომ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება და არჩევნებზე უკვე მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მთავრობის მეთაურმა, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს - „კონფლიქტი საქართველოში“, ასევე საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს. ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ტიტუს კორლატეანი - თანამომხსენებელი, რუმინეთის „სოციალისტების ჯგუფი“, კლოდ კერნი - თანამომხსენებელი, საფრანგეთის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის“ და ბას კლეინი - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე.  

UNICEF ორგანიზებით ბათუმში სემინარი „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“ გაიმართა

ამა წლის 27-28 მაისს ბათუმში გაიმართა ორდღიანი სემინარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობით თემაზე „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის...

“ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება”-პაატა იმნაძე

იმნაძე: მეორე აცრიდან 2 კვირის შემდეგ შეგიძლიათ პირბადის გარეშე, ჩაეხუტოთ ახლობლებს, თუ თქვენს გარემოცვაში ყველა აცრილია

"მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ...

ფოთში შვილიშვილმა ბებია მოკლა

არსებული ინფორმაციით, ფოთში, შვილიშვილმა ბებია მოკლა. 70 წლამდე ქალს თავის არეში სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. მეზობლების ინფორმაციით, შვილიშვილს ბებიასთან კონფლიქტი არაერთხელ...

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 603 კვლევა ტესტით, მათ შორის 18...

ირაკლი ღარიბაშვილი-ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ეს აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნულ მიღწევას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და მთელ საზოგადოებას ულოცავს. “ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას - ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა! პოლიფონიური ქართული გალობა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო და, ამავდროულად, კაცობრიობის უდიდესი კულტურული მონაპოვარია. ეს დიდი აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას, ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების მეტ დაინტერსებას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო პოპულარიზაციას. ეს მიღწევა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ვულოცავ ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და მათთან ერთად, მთელ ჩვენ საზოგადოებას”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ირაკლი ღარიბაშვილი – პრეზიდენტ ერდოღანთან ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე რეგიონის ჭრილში განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები

ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან. ეს იყო პირველი სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც თავისი ხასიათით და შინაარსით ძალიან დიდ...

დავით ზალკალიანი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

დავით ზალკალიანი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი საქართველოს ხედავს როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს, ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას

ჩვენ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებითაც გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები. თურქეთი საქართველოს ხედავს როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს. ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა...

Page 322 of 416 1 321 322 323 416
No Content Available
კოპირება აკრძალულია!