TaoNews.Ge

nikoloz

თბილისის “ლოკომოტივმა” საფეხბურთო კლუბი “თელავი” დაამარცხა

თბილისის “ლოკომოტივმა” ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში “თელავი” დაამარცხა. მატჩი ანგარიშით 3:2 დასრულდა. “ლოკომოტივში” საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს გურამ კაშიას დებიუტი ჰქონდა. ის საქართველოს ჩემპიონატში 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. თბილისელებმა თელაველებს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანეს, რომლის ავტორებიც ირაკლი სიხარულიძე და ნიკა სანდოხაძე იყვნენ. მეორე ნახევარში სამი გოლი გავიდა. მათ შორის ერთი თბილისელების ანგარიშზე დავით უბილავამ …

თბილისის “ლოკომოტივმა” საფეხბურთო კლუბი “თელავი” დაამარცხა Read More »

ეუთო-ოდირმა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. “ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ გავრცელებული ბრალდებები, ასევე მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდომას ამცირებდა”, – ნათქვამია ანგარიშში. აქვე აღნიშნულია, რომ „კოვიდ-19“-თან …

ეუთო-ოდირმა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა Read More »

გია ვოლსკი ჩანაწერებზე – 2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ გამოიყენებდნენ

“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკმა განცხადება გააკეთა. “სამწუხაროა, რომ მსგავსი “ფეიქ” ინფორმაციები ვრცელდება”. “2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული. წარმოიდგინეთ, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო ჩაწერების დიდოსტატები …

გია ვოლსკი ჩანაწერებზე – 2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ გამოიყენებდნენ Read More »

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე აცრილია 291 მილიონზე მეტი ადამიანი. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 7.23 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი – 85 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, მას ჩინეთი მოჰყვება 52.5 მილიონი ვაქცინირებულით. 38 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია ევროკავშირში. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის …

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს Read More »

ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას – რომის პაპი

რომის პაპის განცხადებით, ტერორიზმის, ომისა და ძალადობის შავმა ღრუბლებმა მოიცვა ერაყი, ტანჯვა მიადგა მის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, განსაკუთრებით კი იეზიდების საზოგადოებას. ერაყში ვიზიტის ფარგლებში, პაპი ესტუმრა უძველეს ადგილს, ურს, რომელიც წმინდა მამამთავრის, აბრაამის დაბადების ადგილად მიიჩნევა. პაპი აქვე დაესწრო სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეხვედრას. რომის პაპმა იეზიდებისა და სხვა რელიგიის მიმდევრებისთვის ილოცა. „მტრობა, ექსტრემიზმი და ძალადობა …

ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას – რომის პაპი Read More »

დალაი ლამამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

ტიბეტელ ბუდისტთა სულიერმა ლიდერმა, 85 წლის დალაი ლამამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ პრესსამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ტიბეტელ ბუდისტთა სულიერმა ლიდერმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინდოეთის ქალაქ დჰარამსალას ჰოსპიტალში გაიკეთა. ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კოვიდ ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 234 ადამიანს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 21 მათგანს. ოკუპირებული რეგიონის მასშტაბით ხუთ კოვიდცენტრში 54 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 952 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 203 და გამოჯანმრთელდა 12 400 პაციენტი.

რუსეთში კორონავირუსის 11 022 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, იმის თაობაზე,რომ ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსის 11 022 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია  441 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ინფიცირებული მოქალაქეების რიცხვმა 4 მილიონ 300 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამჟამად, რუსეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 323 107 აქტიური შემთხვევა.  

საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 91 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 617 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 344 გამოჯანმრთელდა, 3 567 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 312, სტაციონარში მეთვალყურეობას 13 87 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 142 პირი. …

საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 4 პაციენტი Read More »

ნიკა გვარამია – მედია ტერორის წამხალისებელი „ქართული ოცნება“ აუცილებლად აგებს პასუხს ამ ყველაფრისთვის

„მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტის ემა გოგოხიას ავტომობილს მესტიაში საბურავები დაუზიანეს. ჟურნალისტის განცხადებით,  ამ ყველაფრის უკან მესტიის მერი კაპტონ ჟორჟოლიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დგანან. მომხდარ ფაქტს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა. „ჩვენი ჟურნალისტი, ემა გოგოხია, გუშინ იღებდა სიუჟეტს ვიქტორ ჯაფარიძის და მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებაზე და უკანონო ტენდერებზე. ინფორმაციის წყარო იყო …

ნიკა გვარამია – მედია ტერორის წამხალისებელი „ქართული ოცნება“ აუცილებლად აგებს პასუხს ამ ყველაფრისთვის Read More »

კოპირება აკრძალულია!