TaoNews.Ge

nikoloz

ცნობილია საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები

თბილისის დროით 23:45 საათზე სოლნას „ფრენდს არენაზე“ ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩი დაიწყება შვედეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. ცნობილი გახდა გუნდების სასტარტო შემადგენლობები. შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი, ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლასონი, ისაკი, იბრაჰიმოვიჩი საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია, ლობჟანიძე, კვარაცხელია, ქვილითაია

ბროწეულას ქუჩის მცხოვრებლები სახლებს ტოვებენ

პანიკა ვაშლიჯვრის დასახლებაში – ბროწეულას ქუჩის მცხოვრებლები სახლებს ტოვებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მიწისქვეშა ბიძგებს გრძობენ და მეწყერის საფრთხის გამო, სახლებიდან გარბიან. ბევრ მათგანს წასასვლელიც კი არსად აქვს, თუმცა კორპუსი სწორედ მეწყერსაშიში ზონის ქვედა ნაწილში მდებარეობს და თუ სპეციალისტების პროგნოზი გამართლდება და მიწის მასა მოძრაობას დაიწყებს, შესაძლოა, ამ ქუჩის მცხოვრებლები რეალური საფრთხის წინაღე აღმოჩნდნენ. წყარო მთავარი

მეწყერის საფრთხე ბაგებისა და კაკლების დასახლებასთან

კიდურესი საფრთხის შემცველი კიდევ ერთი ადგილი თბილისში – ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, კაკლების დასახლების სიახლოვეს, მოძრაობა აკრძალულია. სპეციალისტებმა ახლა ტერიტორია უნდა შეისწავლონ და დაადგინონ, რამდენად მასშტაბურია საფრთხე. წყნეთის გზაზე, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება, მეწყრული პროცესები უკვე გააქტიურებულია და შესაძლოა, მდგომარეობა ნებისმიერ წუთს დამძიმდეს. ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება უკვე შეიზღუდა. თბილისის მერიის …

მეწყერის საფრთხე ბაგებისა და კაკლების დასახლებასთან Read More »

ბრაიზა-2012 საუკეთესო წელი იყო საქართველოში, როდესაც მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარება

„ვფიქრობ, 2012  საუკეთესო წელი იყო საქართველოში, როდესაც გქონდათ არჩევნები, რომლის შედეგადაც  ვაშინგტონშიც შეიძლება, ყველა კმაყოფილი არ დარჩენილა, მაგრამ მთავარი იყო, რომ პირველად ჩატარდა ისეთი არჩევნები, რომლის შედეგადაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარება – ეს იყო ფანტასტიური შედეგი, მითუმეტეს, რომ მაშინ პრეზიდენტი სააკაშვილი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ახლაც ასეა. ამის შემდგომ კი პროცესები …

ბრაიზა-2012 საუკეთესო წელი იყო საქართველოში, როდესაც მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარება Read More »

შვედეთი-საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩის პირდაპირ ტრანცლიაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი 23.45 დაიწყებს

შვედეთი-საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩის პირდაპირ ტრანცლიაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს 23.45 დაიწყებს.

მიტროპოლიტ სტეფანეს ბალდის მამათა მონასტერში შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)

გუშინ, 2021 წლის 24 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაძაბული ვითარება იყო. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ბალდის მამათა მონასტერში წირვა აღავლინა.  სასულიერო პირები, რომლებიც 8 მარტს მარტვილში გამართულ სამღვდელო შეკრებაზე მას სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ, წირვის შემდეგ, მრევლის ნაწილთან ერთად, მეუფეს მონასტერში შეხვდა.  ხანგრძლივი საუბრისას ისინი კვლავ ცდილობდნენ სიტუაციის დაძაბვას, დაიწყეს სიტყვიერი დაპირისპირება, ისმოდა შეურაცხმყოფელი ბრალდებები, პროვოკაციული შეძახილები. …

მიტროპოლიტ სტეფანეს ბალდის მამათა მონასტერში შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო) Read More »

ვილი სანიოლი: ჩვენი მიზანი არა ზლატანის, არამედ შვედეთის გაჩერებაა (ვიდეო)

შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:   “პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის გამო გართულებული გადაადგილებიდან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით. საკვალიფიკაციო ეტაპს იმ ნაკრების წინააღმდეგ ვიწყებთ, რომელსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს და უკანასკნელ წლებში წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა ტურნირზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ …

ვილი სანიოლი: ჩვენი მიზანი არა ზლატანის, არამედ შვედეთის გაჩერებაა (ვიდეო) Read More »

კახა კალაძის ყოფილი მოადგილე, სოფო ხუნწარია ,,ფორმულას” წამყვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის ყოფილი მოადგილე, სოფო ხუნწარია ტელეკომპანია ფორმულას ახალი გადაცემის წამყვანი გახდა. ხუნწარია კალაძის მე-5 მოადგილედ 2018 წელს დაინიშნა და ამ პოსტზე 2 წელი იმუშავა. ახალ გადაცემას, რომელიც ფორმულაზე დღეს დაიწყო, “მე-17 სართული” ჰქვია. გადაცემას ხუნწარიას გარდა კიდევ რამდენიმე წამყვანი ჰყავს

კოპირება აკრძალულია!