სოზარ სუბარი ისევ დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის
სოზარ სუბარი დარწმუნებულია, ნიკა მელია პროკურატურის შეთავაზებით ისარგებლებს და გირაოს გადაიხდის. “ამ შემთხვევაში, წინასგან განსხვავებით, ეს არ არის ვადაში განსაზღვრული, როცა გადაიხდის, ეს იქნება 1 საათი, 1 თვე, მაშინ შეიცვლება აღკვეთის ღონისძიება. დარწმუნებული ვარ, ის ისარგებლებს ამ შეთავაზებით, მიუხედავად სააკაშვილის და სხვა ლიდერების კატეგორიული განცხადებებისა, რომ ეს არ მოხდება”, – განაცხადა სუბარმა.