TaoNews.Ge

nikoloz

გახარიამ გადადგომის წინ ივანიშვილს დაურეკა, ოლიგარქმა მოქმედ პრემიერს არ უპასუხა

ზარი ბიძინა ივანიშვილთან გადადგომის წინ – ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან გადადგომამდე ივანიშვილთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება სცადა, თუმცა ეს კომუნიკაცია არ შედგა. “რეაქციის” წამყვანის, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, გახარიამ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს დაურეკა, თუმცა ოლიგარქმა მის ზარს არ უპასუხა, თუმცა უპასუხა შს მინისტრის, ვახტანგ გომალაურის ზარს. მე მქონდა დაკავშირების …

გახარიამ გადადგომის წინ ივანიშვილს დაურეკა, ოლიგარქმა მოქმედ პრემიერს არ უპასუხა Read More »

ბობოყვათში 28 ჰექტარ მიწის ფართობს ყიდიან

აჭარის მთავრობა 28 ჰექტარ მიწის ფართობს ბობოყვათში 48 მილიონ ლარად ყიდის. ტენდერის მოთხოვნით ინვესტორმა ამ პროექტში მინიმუმ 250 მილიონი ლარი უნდა დააბანდოს. ოჯახები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ იძულებული იქნებიან დატოვონ სახლები. მეცნიერები ბობოყვეთის და პეტრას ციხის უნიკალურ არქეოლოგიოურ ღირებულებაზე ლაპარაკობენ, რომელსაც განადგურების საფრთხე ემუქრება.  

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ფინალში შვედ ევროპის ჩემპიონს, ტომი მაციასს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა და  მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართული ძიუდოს ისტორიაში იგი გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელიც ფლობს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონის, ისე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს – გადმოგცემთ ჩემს შვილს ყველა ტყვეს სანაცვლოდ

სომხეთის პრემიერ – მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მზად არის საკუთარი ვაჟი აზერბაიჯანში დატყვევებულ ყველა სომეხ სამხედროზე გაცვალოს, რომლებსაც ერევანში სამხედრო ტყვეებად მიიჩნევენ. ,,ტყვეები ბაქოს ციხეებში იბრძვიან სომხეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ისინი არ გვაპატიებენ, თუკი მათი თავისუფლებისთვის მსხვერპლად შევწირავთ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.  მე ვამბობ, რომ თანახმა ვარ. ოფიციალურად ვეუბნები აზერბაიჯანის პრეზიდენტს ალიევს – გადმოგცემ …

ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს – გადმოგცემთ ჩემს შვილს ყველა ტყვეს სანაცვლოდ Read More »

,,ჩემი, როგორც ერთი მართლმადიდებელი მღვდლის თანადგომა გავეშებული ფანატიკოსების და რუსეთუმეების ორგანიზებული თავდასხმების დროს ქალბატონ ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

,,ჩემი, როგორც ერთი მართლმადიდებელი მღვდლის თანადგომა გავეშებული ფანატიკოსების და რუსეთუმეების ორგანიზებული თავდასხმების დროს ქალბატონ ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას! უფალი გფარავდეთ, რათა დაიცვათ ადამიანთა კანონიერი უფლებები და სამოქალაქო ცივილიზაცია ამ ბნელეთის ადეპტების ბობოქრობის დროს, შეძლოთ დაიცვათ ჰუმანიზმის პრინციპები და საქართველოს აარიდოთ ფსევდოქრისტიანული “ირანიზაცია-კრემლიზაცია“-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ზე.

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმთავარი უკრაინის ეკლესიიდან, მიტროპოლიტი ანტონი ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმთავარი უკრაინის ეკლესიიდან, მიტროპოლიტი ანტონი ეწვია  როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს საპატრიარქოს დღეს ბორისპილის მიტროპოლიტი ანტონი დელეგაციით ეწვია  მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმთავარს თან ახლდა დიაკონი ვადიმ (ნოვინსკი), რომელიც პარალელურად უკრაინის პარლამენტის წევრია და ერთ-ერთი პრორუსული პარტიის თავჯდომარე მიტროპოლიტი ანტონი შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ასევე წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებს, მიტროპოლიტებს შიოს, თეოდორეს, …

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმთავარი უკრაინის ეკლესიიდან, მიტროპოლიტი ანტონი ეწვია Read More »

ღარიბაშვილის დავალებით, ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა ერთი კვირის ვადაში შემუშავდება

საქართველოს პრემიერ-ინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად ჩაერთვებიან ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები. ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შენარჩუნებული იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 350 428 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 335 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 951 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 35 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3333 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დროზე მოაშორეთ ის ცოფიანი კაცი ბავშვებს მართლა სანამ გავგიჟებულვართ ყველა და წვერით გვითრევია-ნინო ჯანგირაშვილი

,,პატივცემულმა სპირიდონმა ბავშვების სახეები რომ გაასაჯაროვა გავრცელებულ ვიდეოებში არაუშავრს ხო?. დროზე მოაშორეთ ის ცოფიანი კაცი ბავშვებს მართლა სანამ გავგიჟებულვართ ყველა და წვერით გვითრევია”- წერს ფეისბუქის გვერდზე ტელეკომპანია ,,კავსკასიის” ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი მეუფე სპირიდონზე და ნინოწმინდის პანსიონზე.  

ეკა გიგაური – “ნინო ლომჯარია, მიყვარხარ!”

ეკა გიგაურმა ფეისბუქში წერს: “იმიტომ არ ვწერ ამას, რომ დიდი ხანია ვმეგობრობთ ნამდვილად არ ვარ სუბიექტური შეფასებაში. უბრალოდ ძალიან კარგად ვიცი, რომ თავი აქვს გადადებული იმ საქმისთვის რასაც აკეთებს. ისიც ვიცი რა ფასს იხდის იმისთვის, რასაც აკეთებს. არც შექება არ ჭირდება და არც დაფასება და არც არასოდეს დაიწუწუნებს, იმის გამო, რომ ყოველ დღე ათასი სიბინძურით …

ეკა გიგაური – “ნინო ლომჯარია, მიყვარხარ!” Read More »

„ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მათ მიმართ მაქვს პრეტენზია…“ – ქეთი დოლიძე

კინორეჟისორი ქეთი დოლიძე ნოე სულაბერიძის გადაცემას ესტუმრა.  ქეთი დოლიძეს გაახსენეს მისი ეთერი „ტვ პირველზე“, სადაც ცნობილმა რეჟისორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ელიავას ბაზრობაზე „დაბუდებული ხალხი სოფელს უნდა დაუბრუნდეს“. ქეთი დოლიძემ იმედზე კვლავ შეეხო ამ თემას. „გასაგებია, რატომაც არიან აქ, მაგრამ კერძოდ ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მათ მიმართ მაქვს პრეტენზია. ჩემი არც ერთი ნათესავი გურიიდან აქ არ …

„ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მათ მიმართ მაქვს პრეტენზია…“ – ქეთი დოლიძე Read More »

კოპირება აკრძალულია!