TaoNews.Ge

nikoloz

ვოლოდიმირ ზელენსკი – სანქციების ფონზე რუსეთს გაუჭირდება არსენალის შევსება

რუსეთის არმიას გაუჭირდება რაკეტების, ვერტმფრენების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის არსენალის შევსება საერთაშორისო სანქციების ფონზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „რუსეთის არმია არ ანელებს უკრაინის წინააღმდეგ რაკეტების გამოყენებას, თუმცა უნდა აცნობიერებდეს, რომ არსებული სანქციების პირობებშიც კი უკიდურესად რთული იქნება მისი სარაკეტო მარაგის აღდგენა. იმპორტის გარეშე ამასაც ვერ გააკეთებენ. როდესაც სანქციების გვერდის ავლით ყველა …

ვოლოდიმირ ზელენსკი – სანქციების ფონზე რუსეთს გაუჭირდება არსენალის შევსება Read More »

ირაკლი ოქრუაშვილი – “გული მაქვს ცუდად…”

ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “გული მაქვს ცუდად. სააპელაციო სასამართლოს ძალაში დაუტოვებია საქალაქოს გადაწყვეტილება და 5 წელი მოუსჯია 20 ივნისის საქმეზე. ერთი მაინც დაეკლოთ ამ უნამუსოებს. საქალაქოს მაისში გადაუდია მეორე საქმის განხილვა და ცხინვალშიც აპირებენ ოსეტინები ჩემზე აღძრული საქმის განხილვას მაისში. არა, გული მაგიტომ კი არ მაქვს ცუდად, გუშინ “ცოტა მეტი” მომივიდა.”

საიას კადრმა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ქვეყნის პატრიოტებს 5 წელი პატიმრობა მიუსაჯა- ნიკოლოზ მჟავანაძე

,,საიას კადრმა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ქვეყნის პატრიოტებს 5 წელი პატიმრობა მიუსაჯა. რაც ყველაფერს ნათელს ხდის. 2000-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტად. 2005 წელს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატად ვკითხულობთ მოსამართლე ნინო ელიეშვილის სამუშაო CV-ში.  იქ სადაც გარეჯის გამყიდველებს გმირებად აცხადებენ და პროცესიდან ათავისუფლებენ. ქვეყნის მცველებს კი …

საიას კადრმა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ქვეყნის პატრიოტებს 5 წელი პატიმრობა მიუსაჯა- ნიკოლოზ მჟავანაძე Read More »

“ჩვენ დაუცველი ქვეყანა ვართ”- მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება

მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება – აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტთან ინტერვიუში გააკეთა. როგორც მაია სანდუ ამბობს, მოლდოვა დამოკიდებულია რუსულ ენერგორესურსებზე, სანქციების დაწესება კი თავად მოლდოვას დააზარალებს. “ჩვენ დაუცველი ქვეყანა ვართ. მოლდოვას არ აქვს უსაფრთხოების ქოლგა. მოლდოვას ხელისუფლება გმობს რუსეთ-უკრაინის ომს და ვითარების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს. რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულებისა და სახელმწიფოს მყიფე ეკონომიკის გათვალისწინებით, …

“ჩვენ დაუცველი ქვეყანა ვართ”- მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება Read More »

„ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარები ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევიან“ – მეუფე მელქისედეკი

„თუკი დღეს, უკრაინაში არ შეჩერდება რუსული ბოროტების მანქანა, ხვალ ჩვენი და სხვა ქვეყნების რიგი დადგება და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარები ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევიან“, – ასე ეხმაურება მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი რუსების მიერ განხორციელებულ სისასტიკეს ბუჩაში. მისი თქმით, ამგვარ ქმედებას შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონდეთ არათუ ქრისტიანობასთან, არამედ ნებისმიერ …

„ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარები ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევიან“ – მეუფე მელქისედეკი Read More »

რუსეთის პატრიარქი: რუსეთის შეიარაღებული ძალები სამშობლოს წინაშე დადებული ფიცის ერთგულნი უნდა იყვნენ

რუსები მშვიდობისმოყვარე ხალხია, თუმცა ისინი ყოველთვის მზად არიან, დაიცვან საკუთარი ქვეყანა, – ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა განაცხადა. პატრიარქმა კირილმა მწუხარება გამოთქვა საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, თუმცა იმავდროულად, რუს სამხედროებს ფიცის ერთგულებისა და მისიის შესრულებისკენ მოუწოდა. „რუსეთი მშვიდობისმოყვარე ერია, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაზე მეტად დაზარალდა ომებით და არავისთვის სურს ზიანის …

რუსეთის პატრიარქი: რუსეთის შეიარაღებული ძალები სამშობლოს წინაშე დადებული ფიცის ერთგულნი უნდა იყვნენ Read More »

მეოთხე ვადით არჩეულმა ორბანმა ზელენსკი გააკრიტიკა და მას ოპონენტი უწოდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მეოთხე ვადით აირჩიეს. თავის გამოსვლაში ორბანმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და მას ოპონენტი უწოდა. უნგრეთმა უკრაინიდან უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღო. ორბანი ამტკიცებს, რომ ხალხის დახმარებითა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების უარის თქმით, იგი თავის ქვეყანას ომს თავიდან არიდებს. ზელენსკიმ ორბანის პოლიტიკა უკვე არაერთხელ გააკრიტიკა.

მიშა მშვილდაძე: უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ კანცელარია

გადადგება? – თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ, – წერს სოციალურ ქსელში პროდიუსერი მიშა მშვილდაძე და საზოგადოებას საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადადგომით უნდა დასრულდეს, თუ სასურველი შედეგი არ დადგენა – შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას. „ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, …

მიშა მშვილდაძე: უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ კანცელარია Read More »

ნიკოლოზ ცისკარიძე: მე, როგორც რუსი არტისტი, რუსული დროშის გარეშე არასდროს, არსად გამოვალ!

ჩემს უკან იმ დიდებული ადამიანების პორტრეტები კიდია, რომლებმაც შექმნეს მთელი ის რეპერტუარი, რასაც ზემოხსენებული კონკურსი იყენებს,ხაზს გავუსვამ, უფასოდ. ისინი მიგვანიშნებენ, რომ როგორც ოლიმპიურ თამაშებზე, ჩვენც შეგვიძლია გამოსვლა რუსეთის დროშის გარეშე. ამის წინააღმდეგი ვარ. მე, როგორც რუსი არტისტი, რუსული დროშის გარეშე არასდროს, არსად გამოვალ! – აცხადებს რუსეთში მოღვაწე ქართველი მოცეკვავე, ნიკოლოზ ცისკარიძე რუსეთის “პირველ არხთან”.

5 ივლისის საქმეზე ბრალდებული უშანგი დათუნაშვილი თავისუფალია. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელი, აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდება- ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)

5 ივლისის საქმეზე ბრალდებული  უშანგი დათუნაშვილი თავისუფალია. მას მოსამართლემ 5 000 ლარი ჯარიმა შეუფარდა. ,,მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელი აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდება, რადგან ვთვლით რომ უშანგი დათუნაშვილი უდანაშაულოა”- აცხადებს დათუნაშვილის ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა იმ შვიდი პირის განაჩენი, როლებიც ბრალდებულები იყვნენ 5 ივლისის …

5 ივლისის საქმეზე ბრალდებული უშანგი დათუნაშვილი თავისუფალია. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელი, აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდება- ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო) Read More »

კოპირება აკრძალულია!