TaoNews.Ge

chomakhianatia

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. „26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გამომდინარე, 07:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება შეზღუდული იქნება უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც. აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები …

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება Read More »

“„ეს არ არის ის დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თეთრი გიორგის დამფუძნებელი, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის კლასელი მუსტაფა შელია იბრძოდა“-ვასაძე 26 მაისზე

„მე დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ის დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თეთრი გიორგის დამფუძნებელი, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის კლასელი მუსტაფა შელია იბრძოდა 30-იანი წლებიდან მოყოლებული, რომლის კვალზეც წავიდნენ შემდეგ ზვიადი, კოსტავა და სხვები”, – ამის შესახებ „ერის” დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ განაცხადა. ლევან ვასაძის თქმით, დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არაა, რადგან უცხოელების გარეშე ქვეყანა ვერც სამართალს ადგენს, ვერც არჩევნების …

“„ეს არ არის ის დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თეთრი გიორგის დამფუძნებელი, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის კლასელი მუსტაფა შელია იბრძოდა“-ვასაძე 26 მაისზე Read More »

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა. საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა. …

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა Read More »

“სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ,საფრთხილოა, ერთია გატეხონ, მეორე რისკია დამტკიცება”- კახიშვილი არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაზე

პირველად ვამბობ, ამაზე გამოძიებაც დავიწყეთ – სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. აღნიშნულით ის ელექტრონული სისტემების დანერგვით არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას გამოეხმაურა. როგორც კახიშვილი განმარტავს, მსგავსი სისტემით არჩევნების ჩატარება დაცული ვერ იქნება. „დღეს, ჩვენ გვაქვს დალუქული კონვერტები, ვეუბნებით, …

“სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ,საფრთხილოა, ერთია გატეხონ, მეორე რისკია დამტკიცება”- კახიშვილი არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაზე Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღე, რომელიც, ერთდროულად, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია. დღე, რომელიც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს.გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ Facebook-ში.

“ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება”-პაატა იმნაძე

ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა იმ სისწრაფით, როგორც ჩვენ გვინდა, გაუმჯობესდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განცხადა. მისი თქმით, თუ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ რეგულაციებს, შემთხვევები ნაკლები და ნაკლები იქნება. „ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა იმ სისწრაფით, როგორც ჩვენ გვინდა, გაუმჯობესდეს. ყოველკვირეულად იკლებს შემთხვევები, ყოველკვირეულ მონაცემებს თუ გადავხედავთ, პიკიდან პირველ კვირაში, სადღაც …

“ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება”-პაატა იმნაძე Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები 26 მაისს თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგები ხვალ თბილისიდან რიონის ხეობის მიმართულებით კოლონით გაემართებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, კომპანიას არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ხეობაში სამუშაოები გააგრძელონ და ისინი ამ პროცესს ხელს შეუშლიან. მანამადე კი აქცია 26 მაისს 16:00 საათზე თბილისში გაიმართება. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ 16:00 სთ-ზე ისევ ვაჩვენოთ აქ ჩვენი ძალა, …

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები 26 მაისს თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ Read More »

გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს, შაბათს 18 საათზე გაიმართება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პარტიის პრეზენტაცია დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმა შეიცვალა. გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. თანამდებობის დატოვებიდან მალე, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში …

გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება Read More »

“საუბნო საარჩევნო კომისია წყვეტს არჩევნების ბედს, შესაბამისად, წევრთა კვალიფიკაციის, ხელფასებისა და სოციალურ უზრუნველყოფის საკითხები უნდა მოწესრიგდეს”-კახა კახიშვილი

დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია და აუცილებელია მის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები მოწესრიგებული იყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა დღეს პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი განიხილეს. კახიშვილმა იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები 18 წლის ასაკიდან ირჩევიან. დეპუტატის თქმით, არჩევნების ბედს …

“საუბნო საარჩევნო კომისია წყვეტს არჩევნების ბედს, შესაბამისად, წევრთა კვალიფიკაციის, ხელფასებისა და სოციალურ უზრუნველყოფის საკითხები უნდა მოწესრიგდეს”-კახა კახიშვილი Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

“ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. “რიონის ხეობის” მცველები ფილარმონიასთან “რესპუბლიკის მოედნიდან” გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კოპირება აკრძალულია!