admin, Author at Taonews.ge

ირაკლი კობახიძე – დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა – სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!
დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.

პრემიერის თქმით, მას სჯერა, რომ შიო III-ის მწყემსმთავრობა საქართველოს ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.

„უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II.

დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.

ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

The post ირაკლი კობახიძე – დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა – სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! appeared first on Taonews.ge.

4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი გაიხსნება
4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი გაიხსნება.სომხეთში უკვე ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები, კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

“დავეშვით ერევანში, სადაც ევროპის პოლიტიკური საზოგადოება ხვალ შეიკრიბება კონტინენტური მასშტაბის გამოწვევების განსახილველად. უსაფრთხოებიდან ენერგეტიკასა და კავშირგაბმულობამდე. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირ-სომხეთის ისტორიაში პირველი სამიტით”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ასევე, ერევანში უკვე ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. სომხეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ასევე, სხვა ქვეყნების ლიდერები.

ერევანში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

The post 4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი გაიხსნება appeared first on Taonews.ge.

იტალიის თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში აშშ-ის ჯარების შესაძლო შემცირებაზე – არ მესმის მიზეზი
იტალიის თავდაცვის მინისტრის გვიდო კროსეტოს განცხადებით, არ ესმის, რა მიზეზით უნდა შეამციროს შეერთებულმა შტატებმა მის ქვეყანაში ჯარების რაოდენობა.

„არ მესმის მიზეზი. როგორც ყველასთვის ნათელია, ჩვენ არ გამოგვიყენებია ჰორმუზის სრუტე და მზადყოფნაც კი გამოვთქვით საზღვაო უსაფრთხოების მისიაში მონაწილეობისთვის, რასაც, სხვათა შორის, აშშ-ის სამხედროებმა მაღალი შეფასება მისცეს“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ჯარების გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც განიხილავს. კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის ჯარების იტალიიდან და ესპანეთიდან გაყვანას მას შემდეგ რაც მან მიანიშნა, რომ შესაძლოა ეს გერმანიასთან დაკავშირებით გააკეთოს, ტრამპმა უპასუხა:

„ალბათ. რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? იტალიამ არანაირი დახმარება არ გაგვიწია და ესპანეთი საშინელება იყო. როდესაც გვჭირდებოდნენ, ჩვენთან არ იყვნენ. ირანთან დაკავშირებით არანაირი დახმარება არ გვჭირდებოდა. მათი დახმარება არ მჭირდებოდა, მაგრამ ვუთხარი, რომ კი, ძალიან გვსურს თქვენი დახმარება, რადგან მინდოდა მენახა, გააკეთებდნენ თუ არა ამას და ყველა შემთხვევაში, მათ თქვეს, „არ გვინდა ჩარევა“.

The post იტალიის თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში აშშ-ის ჯარების შესაძლო შემცირებაზე – არ მესმის მიზეზი appeared first on Taonews.ge.

შალვა კერესელიძე – კომისიის დასკვნას ხელს არ მოვაწერთ – თუ გვინდა ფასები შემცირდეს, საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია, უნდა მოისპოს ნეპოტიზმი, ლობირება და კორუფცია, თუმცა „ოცნება“ ამას მხარს უჭერს, ზოგიერთი მფარველობთ
თუ გვინდა, რომ საქართველოში ფასებმა დაიწყოს კლება, ამისთვის საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია ვერ შეიქმნება, თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, არ მოისპო ლობირება და არ მოისპო კორუფცია. ამას რეალურად მხარს უჭერთ და ზოგიერთი მფარველობთ. ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კერესელიძე მიიჩნევს, რომ ლობირებისა და მფარველობის გარეშე ეს კომპანიები იმას ვერ გაბედავდნენ, რასაც ახლა აკეთებენ.

„საქართველოში თუ გვინდა, რომ ფასებმა დაიწყოს კლება, ამისთვის საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია ვერ შეიქმნება ვერც ერთ შემთხვევაში თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, არ მოისპო ლობირება და არ მოისპო კორუფცია. სხვა შემთხვევაში ეს კომპანიები ამდენს ვერც გაბედავდნენ, ვერც მიაღწევდნენ და არც ჩაიდენდნენ ასეთ არასწორ ქმედებებს, რასაც ისინი დღეს აკეთებენ. ამას რეალურად მხარს უჭერთ და ზოგიერთი მფარველობთ, თორემ ამდენ ხანს ასე ვერ განვითარდებოდნენ ესენი. ბოლოს დავამთავრებ იმით, რომ ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ რადგან გჯერათ ამ დასკვნის და გჯერათ, რომ ამ დასკვნის რეალიზების შემდეგ საქართველოში ფასები დაიწყებს კლებას, წარმატებას გისურვებთ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ ეს ასე მოხდება,“ – განაცხადა კერესელიძემ.

The post შალვა კერესელიძე – კომისიის დასკვნას ხელს არ მოვაწერთ – თუ გვინდა ფასები შემცირდეს, საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია, უნდა მოისპოს ნეპოტიზმი, ლობირება და კორუფცია, თუმცა „ოცნება“ ამას მხარს უჭერს, ზოგიერთი მფარველობთ appeared first on Taonews.ge.

ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისია – ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული – დასკვნა ზოგად სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება და აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფრო დეტალურად დამუშავდება
ჩვენი რეკომენდაციაა – უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს,- ამის შესახებ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნა სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება.

„დასკვნა სამ მიმართულებას ეფუძნება. პირველი, ეს არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც არის საშუალო ვადიანი პერიოდი, 6-თვიდან 9-თვემდე და ეს დაფუძნებული იქნება არაჯანსაღი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივაზე, საუკეთესო პრაქტიკებზე. დასკვნაში სხვადასხვა ქვეყნის მოდელებია მოყვანილი – ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესპანეთის, ჰოლანდიის.

დასკვნა ზოგად სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება, რადგან ეს გაეგზავნება აღმასრულებელ ხელისუფლებას და იქ უფრო დეტალურად დამუშავდება.

გრძელვადიანი სტრატეგია ლოჯისტიკური ჯაჭვის შემცირებასა და დამოკლებას მოიცავს, ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასა და კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას.

4 ქვეყნის გამოცდილება არის აღებული და თუ კი აღმასრულებელი ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის, აქედან ჩვენი რეკომენდაციაა – უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

The post ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისია – ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული – დასკვნა ზოგად სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება და აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფრო დეტალურად დამუშავდება appeared first on Taonews.ge.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა
აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი ცოტ­ნე ანა­ნი­ძე გახ­და. ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად, ცოტ­ნე ანა­ნი­ძე უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­მა ერ­თხმად აირ­ჩი­ეს.

ცოტ­ნე ანა­ნი­ძე აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში ფრაქ­ცია „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა“ წა­რად­გი­ნა.

ცნო­ბის­თვის, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ვით გა­ბა­ი­ძემ ცოტა ხნის წინ, სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა

The post აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა appeared first on Taonews.ge.

„ადამიანმა რომ ნახოს, რა მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაც კუბოები, რაღაც სისულელეები“ – კახა კალაძე
თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ, „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პერ­სო­ნა­ლურ თავ­დას­ხმებ­სა ისა­უბ­რა. დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა ის მო­რა­ლუ­რი ზე­წო­ლა, რო­მელ­საც მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მათ შო­რის მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი, გა­ნიც­დიდ­ნენ. კა­ლა­ძემ მომ­ხდარს „კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის“ ქმე­დე­ბა უწო­და, თუმ­ცა ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­კუ­თარ წარ­სულ­სა და მო­მა­ვალ ნა­ბი­ჯებ­ზე სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს და მთა­ვარ და­საყ­რდე­ნად ხალ­ხის სიყ­ვა­რულს მი­იჩ­ნევს

– თუკი რა­ი­მე სი­ბინ­ძუ­რე შე­იძ­ლე­ბო­და ადა­მი­ანს ეკად­რა, ყვე­ლა­ფე­რი იკად­რეს ჩემს მი­მართ. ყვე­ლა­ფე­რი. არ ვიცი, ოჯა­ხის მი­მართ იმ­დენ სი­ბინ­ძუ­რე­ებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ, ჩემი მე­უღ­ლის მი­მართ, ჩემი შვი­ლე­ბის მი­მართ… ჩემს მე­უღ­ლეს რა­ებს სწერ­დნენ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ადა­მი­ან­მა რომ ნა­ხოს, რა მე­სი­ჯებს სწერ­დნენ ჩემს მე­უღ­ლეს, რომ მე უნდა გამ­შო­რე­ბო­და აუ­ცი­ლებ­ლად, ვი­თომ რა­ღაც კუ­ბო­ე­ბი, რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი.

აი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი უბ­რა­ლოდ. ეს არის ბო­რო­ტე­ბა, ეს არის კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ადა­მი­ანს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოს, ადა­მი­ა­ნი შან­ტა­ჟის ქვეშ ამ­ყო­ფოს და ა.შ. და ა.შ. მე ვარ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვარ ყვე­ლა ჩემს ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა ჩემს სი­ტყვა­ზე, გა­დად­გმულ ნა­ბიჯ­ზე წარ­სულ­შიც, ახ­ლაც და მო­მა­ვალ­შიც. ვარ უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი, მყავს ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი და ვარ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი.

The post „ადამიანმა რომ ნახოს, რა მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაც კუბოები, რაღაც სისულელეები“ – კახა კალაძე appeared first on Taonews.ge.

“ვურეკავ მაკრონს. რომელსაც ცოლი ძალიან ცუდად ექცევა” – რას ამბობს დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონის შესახებ
აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა მო­რი­გი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლის დროს NATO-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის შე­სა­ხებ ირო­ნი­უ­ლად ისა­უბ­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვი­დეო თავ­და­პირ­ვე­ლად თეთ­რი სახ­ლის YouTube არხზე მცი­რე ხნით გა­მოქ­ვეყ­ნდა და შემ­დეგ კი წა­შა­ლეს.

“ვუ­რე­კავ მაკ­რონს. რო­მელ­საც ცოლი ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ვა. ის ჯერ კი­დევ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცეს­შია მარ­ჯვე­ნა ყბა­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრავ­მის გამო“, – თქვა დო­ნალდ ტრამპმა, რა­საც დარ­ბაზ­ში მყოფ­თა მხრი­დან სი­ცი­ლი მოჰ­ყვა.

The post “ვურეკავ მაკრონს. რომელსაც ცოლი ძალიან ცუდად ექცევა” – რას ამბობს დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონის შესახებ appeared first on Taonews.ge.

სკანდალური სტატია: “ტრამპი ირანთან ომს აგებს” – “თუ ამ ყველა უბედურების შემდეგ ჩვენ მაინც ახალი უბედურება გველოდება, მაშ, რისთვის დავიწყეთ ეს ომი?”
პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანის წინააღმდეგ მიმართული აშშ-ისრაელის ომის ასპექტები, კონფლიქტის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივა. „როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, აშშ თავს გამარჯვებულად ვერ ჩათვლის, რადგან დონალდ ტრამპის არც ერთი მიზანი არ შესრულებულა და არც შესრულდება სამომავლოდ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

უკვე ერთი თვე გავიდა ომის დაწყებიდან. ისლამური რესპუბლიკა არ დაცემულა და რადგანაც ირანმა ორი სახელმწიფოს – აშშ-ისა და ისრაელის ყოველდღიურ დაბომბვებს გაუძლო, ეს უკვე თეირანის გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს.

სურს თუ არა ამერიკას ირანის წინააღმდეგ მიმართულ ომში წარმატების მიღწევა? გააჩნია, ამ კითხვას ვის დაუსვამთ. კვლევითი ცენტრის (Pew Research Center) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომლის შედეგები გასულ კვირას გამოქვეყნდა, ამერიკელთა 51% გმობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოქმედებას, 37% კი – მხარს უჭერს. ციფრები მთლიანობაში შეესაბამება დონალდ ტრამპის საერთო რეიტინგს და აჩვენებს, რომ ამერიკელ საზოგადოებაში პარტიული ხაზით პოზიციების ღრმა განსხვავებაა: 10 რესპუბლიკელიდან ირანთან ომს მხოლოდ 7 იწონებს, ხოლო 10 დემოკრატიდან – მხოლოდ 1.

ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმის „წარმატება“ სხვა მონაცემებითაც შეიძლება შეფასდეს, მაგალითად, ზიანის მასშტაბის მიხედვით. ამ მაჩვენებლით, რასაკვირველია, აშშ-მა და ისრაელმა ირანს უფრო დიდი ზიანი მიაყენეს, ვიდრე – თვითონ განიცადეს: ერთი მხრივ, განადგურებულნი არიან ირანის მმართველი რეჟიმის ლიდერები, განადგურებულია სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალები, დიდი ზარალი მიიღო ირანის ბირთვულმა პროგრამამ და ბალისტიკური რაკეტების გაშვების სისტემებმა, ძალიან დასუსტდა ირანის რეგიონული მოკავშირე – ლიბანის დაჯგუფება „ჰეზბოლა“. მეორე მხრივ, ამ ყველაფრის ფონზე, ირანმა მაინც მოახერხა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რითაც, ფაქტობრივად, კოლაფსში ჩააგდო პლანეტის ერთ-ერთი საკვანძო სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტი და რისკის ქვეშ დააყენა მსოფლიოს ენერგოუსაფრთხოება.

ანუ ისეთი პირი უჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იგებს ბრძოლებს, მაგრამ აგებს ზოგადად ომს. წესით, როცა ყოველდღიური დაბომბვების შედეგად ქვეყნის სამხედრო პოტენციალი ნადგურდება, ირანს არაფრის გაკეთება აღარ უნდა შეეძლოს, მაგრამ რეალურად ისლამური რეჟიმი ცოცხალია და მოწინააღმდეგეს საკმაოდ საგრძნობ, მტკივნეულ დარტყმებს აყენებს. ამ ფაქტორის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკა უფრო მოგებიანად გამოიყურება. ამტანობა და თავის გადარჩენა ყოველთვის იყო ისლამური რეჟიმის სტრატეგიული მიზანი, ომის შემთხვევაში. ის, რომ დონალდ ტრამპი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას და იძულებულია, ირანთან მოლაპარაკებაზე წავიდეს – მისი კაპიტულაციის ნაცვლად, იმის მაჩვენებელია, რომ მოწინააღმდეგის სწრაფი დამარცხება, რაზედაც იგი ოცნებობდა, არ მოხერხდა.

პირველი მიზეზი, რის გამოც აშშ შეიძლება წაგებულად ჩაითვალოს, არის ვაშინგტონის მაქსიმალისტური მიზნები ომის დასაწყისში. ვიდეოში, რომელიც დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში 28 თებერვალს გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ იმედი აქვს არა მარტო რეჟიმის შეცვლის, არა მარტო გაანადგურებს ირანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს და ბოლოს მოუღებს თეირანის რეგიონულ ამბიციებს, არამედ – არ მისცემს თეირანს ბირთვული იარაღის დაუფლების ნებასაც.

The post სკანდალური სტატია: “ტრამპი ირანთან ომს აგებს” – “თუ ამ ყველა უბედურების შემდეგ  ჩვენ მაინც ახალი უბედურება გველოდება, მაშ, რისთვის დავიწყეთ ეს ომი?” appeared first on Taonews.ge.

ემილ ავდალიანი – საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ირანში დაწყებულ აშშ-სა და ისრაელის ომზე, ამ თემაზე ტრამპის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე, ამ ომის დასრულების პერსპექტივებზე, რა პოზიცია აქვთ არაბულ ქვეყნებს, თურქეთს, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს ომი ირანში სამხეთ კავკასიაზე, საქართველოზე, ასევე რუბიო-კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარზე და იმაზე, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ვაშინგტონი და თბილისი აშშ-საქართველოს ახალი ურთიერთობების ძიებაში, „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

– ბატონო ემილ, ერთი თვეა, რაც აშშ-მ და ისრაელმა დაიწყეს ოპერაცია ირანში. ვითარება ირანში და ირანის ირგვლივ საკმაოდ რთულია.

ზოგის აზრით, ახლა სტრატეგიული უპირატესობა ირანის მხარესაა. მეტიც, ბევრი ტრამპის ირანში დამარცხებასაც კი პროგნოზირებს. მეორენი თვლიან რომ ტრამპი საკმაოდ თანმიმდევრულად აღწევს დასახულ მიზნებს ირანში.

ირანში აშშ-ისრაელის ერთ თვიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ თქვენ როგორ შეაფასებდით ვითარებას ირანში და იმას, რაც ირანის ირგვლივ ხდება?

– ამ მომენტისთვის ერთი რამ ნათელია: დაპირისპირება ირანთან ახალ ფაზაშია გადასული, როდესაც საუბარი უკვე უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაზე მიდის. იქნება ეს ჰორმუზის სრუტის ირანის სანაპირო ზოლზე თუ სპარსეთის ყურეში არსებულ კუნძულებზე შეტევა, „ირანული პრობლემის“ მოგვარება აშშ-სა და ისრაელს მაინც იმ ფორმით არ გამოუვიდათ, როგორითაც თავიდან მოიაზრებდნენ.

ვაშინგტონსა და თელ-ავივში იყო მოლოდინი, რომ საჰაერო დაბომბვებით მმართველობის სისტემის ჩამოშლა მოხდებოდა. ალი ხამენეის ფიზიკური ლიკვიდაცია ამ მიზანს ემსახურებოდა. თუმცა ისლამურმა რესპუბლიკამ ახალი ვითარებისთვის მორგება მოახერხა, რაც არსებული მმართველობის სისტემის მოქნილობაზე უნდა მეტყველებდეს. მეტიც, აშშ-სთვის მოულოდნელი იყო ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ასეთი ინტენსიური დაბომბვა თუ ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული ჩაკეტვა. ამიტომაც, ახლა ვითარება მეტად მძიმეა, არცერთ მხარეს არ შეუძლია მარტივად დათმობებზე წასვლა.

ისლამურმა რესპუბლიკამ ახალი ვითარებისთვის მორგება მოახერხა, რაც არსებული მმართველობის სისტემის მოქნილობაზე უნდა მეტყველებდეს. მეტიც, აშშ-სთვის მოულოდნელი იყო ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ასეთი ინტენსიური დაბომბვა თუ ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული ჩაკეტვა. ამიტომაც, ახლა ვითარება მეტად მძიმეა, არცერთ მხარეს არ შეუძლია მარტივად დათმობებზე წასვლა

მიუხედავად ამისა, ირანი მიიჩნევს, რომ ასიმეტრიული ომის წარმოება უფრო მეტი ზიანის მომტანია აშშ-სთვის როგორც ფინანსურად, ასევე რეპუტაციულად. გათვლა ლოგიკურია: ირანიდან ერთ გაშვებულ დაბალფასიან დრონს შეუძლია, მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზა დაბლოკოს, ხოლო მის ჩამოსაგდებათ კი საჭიროა მრავალმილიონიანი საჰაერო ოპერაციების ჩატარება.

– აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისაგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებს მივეჩვიეთ, მაგრამ, ახლა როცა ირანი მთლიანად სამხედრო მოქმედებების არენადაა ქცეული, ფაქტია, რომ ირანში ვითარება საკმაოდ რთულია.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჭირს იმაზე საუბარი თუ ვინ მართავს ირანს. როგორც ჩანს, სიმართლეს მოკლებული არაა მტკიცება რომ გადაწყვეტილებებს რეგიონების მმართველები იღებენ.

ამერიკული წყაროებით პაკისტანის შუამავლობით თეირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თეირანი ამგვარ მოლაპარაკებებს უარყოფს. ამის ფონზე ტრამპი ხან აცხადებს რომ მან უკვე მოიგო ომი, ხან ამბობს რომ ამჟამად იგებს ომს, ხან იმას აცხადებს, რომ მას ირანში ომის მოსაგებად დახმარება სჭირდება რათა სრულად გაანადგუროს ირანის ბირთვული პროგრამა, ხანაც აცხადებს რომ თეირანი მას აიათოლობას სთავაზობენ, მაგრამ უარზეა.

ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აცხადებს – „ყველა სამხედრო მიზანს მივაღწიეთ, არ გვაქვს სურვილი ირანში დავრჩეთ, ერთი, ან ირი წლის შემდეგ, იქაურობას მალე დავტოვებთ“, მაგრამ, ვხედავთ რომ აშშ ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.“ ამაზე მეტყველებს ამერიკელი სპეცრაზმელების ირანის მახლობლად გადასროლის ფაქტები.

უკვე ვიცით, რომ ირანმა განაცხადა იმის შესახებ, რომ გამოაცხადა 1 მილიონი ჯარისკაცის მობილიზაციის შესახებ. ეს თეირანის მხრიდან ფსიქოლოგიური ომის ნაწილია თუ რეალობა, ამას მალე ვნახავთ.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ირანთან დაკავშირებით ტრამპის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები?

რამდენად დიდია აშშ-ს მხრიდან სპარსეთის ყურეში სახმელეთო ოპერაციის დაწყება?

– სახმელეთო ოპერაციის დაწყება ნამდვილად მოსალოდნელია. თუმცა, ირანი ერაყი არაა და გეოგრაფიულად უფრო ერთგვარ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენს, სადაც მთათა სისტემებისა თუ უდაბნოების გამო შეღწევა უაღრესად რთულია. ამიტომაც, თუ სახმელეთო ოპერაცია ჩატარდება, ის უფრო ხმელეთზე, ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ან სპარსეთის ყურეში კუნძლებზე იქნება მიმართული. ორივე შემთხვევაში რისკი აშშ-ის ჯარისთვის საკმაოდ დიდი იქნება.

ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბალისტიკური და სხვა სახის შეიარაღება, რომლითაც ის მარტივად მისწვდება ყურეში შეჭრილ მოწინააღმდეგეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანი დათმობებზე დათმობებზე წავიდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარი ჩამოსხდება.

თუ სახმელეთო ოპერაცია ჩატარდება, ის უფრო ხმელეთზე, ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ან სპარსეთის ყურეში კუნძლებზე იქნება მიმართული. ორივე შემთხვევაში რისკი აშშ-ის ჯარისთვის საკმაოდ დიდი იქნება

მარტივად წარმოსადგენია სცენარი, სადაც მეტოქის გამოჩენამ პირიქით ქვეყნის მოსახლეობა მეტად შეკრას. ასე მოხდა ირან-ერაყის ომის დროს, როდესაც სადამ ჰუსეინის სახით ახალგაზრდა ისლამურ რესპუბლიკას აშშ, საბჭოთა კავშირი და არაბული ქვეყნები ებრძოდნენ. ის გამოფიტვის ომში გადაიზარდა, რაც ერთი მთავარი განსხვავებით სავსებით შესაძლებელია აშშ-სთან მიმდინარე კონფლიქტშიც განმეორდეს: ნეგატიური გავლენა იქნება მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე აისახება.

– სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნები განსაკუთრები მძიმე მდგომარეობაში არიან დაბომბვებისა და არასტბილურობის გამო. ამის გარდა, იმის გამო რომ ჰორმუზის სრუტე დახურულია და ირანი სრუტიდან ნავთობით დატვირთული გემების გასაშვებად ფულს ახდევინებს, ვხედავთ, რომ იემენელი „ჰუსიტები“ – ისრაელის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ საკმაოდ რთულ სარაკეტო ოპერაციებს ახორციელებენ.

ამ მოვლენების ფონზე ვნახეთ ისიც რომ საუდის არაბეთმა უკრაინასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ეს რომ მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ტრამპს ირანში დახმარებაზე უარი უთხრეს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია რომ ამერიკულ ძალებთან ევროპელ თავდაცვის უწყებებს კომუნიკაცია და თანამშრომლობა აქვთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოზიციას ირანში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით?

სავარაუდოდ, რა გეგმები აქვთ ამ ქვეყნებს თავიანთი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? რამდენად ენდობიან აშშ-ს, ანაც, როგორ უყურებენ ჩინეთს?

– სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს არ სურდათ, ომი დაწყებულიყო, რადგან ირანთან მეტ-ნაკლებად დალაგებული ურთიერთობები ჰქონდათ. იცოდნენ რა, რომ ომი აუცილებლად მათაც შეეხებოდა, კრიზისის განსამუხტად არაბული ქვეყნები აქტიურ დიპლომატიას მიმართავდნენ. ამ მხრივ ომანი განსაკუთრებულ პოზიციას იკავებდა, როგორც ვაშინგტონსა და თეირანს შორის საკმაოდ ეფექტიანი მედიატორი.

The post ემილ ავდალიანი – საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა appeared first on Taonews.ge.