TaoNews.Ge

“AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება”- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

“AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება”- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების უსაფრთხოების საკონსულტაციო კომიტეტმა დაასკვნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება.

„AstraZeneca-ს ვაქცინას (Covishield-ის ჩათვლით) სარგებლისა და რისკის დადებითი პროფილი აქვს. მას უდიდესი პოტენციალი აქვს ინფიცირების თავიდან აცილებისა და სიკვდილიანობის შემცირების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არსებული მონაცემები არ ცხადყოფენ შედედების პირობებში რაიმე ზრდას, როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია.

18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო.

„საუბარია უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინაზე. AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის შესაძლო რისკებს აღემატება“, – განაცხადა ევროპის წამლის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ ქუკმა.

მსგავსი სიახლეები

აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის  პრეზიდენტი დეიმონ უილსონი თავის ქმართან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტითა და თაფლობის თვის გასატარებლად  ლგბტ კვირეულზე ჩამოვიდა-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
კოპირება აკრძალულია!