AstraZeneca ვაქცინას სპრეისსახით გამოუშვებს. კომპანია AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი მოხალისეებს ეძებენ, რათა მათზე ე.წ. ვაქცინა-სპრეის გამოცდა შეძლონ- ავრცელებს ინფორმაციას “Financial Times”.
კომპანია კვლევისთვის 40 წლამდე ასაკის 30 ადამიანს ეძებს. კვლევის ხანგძლივობა, სავარაუდოდ, 4 თვე იქნება.
კლინიკური კვლევების პირველ ეტაპზე ვაქცინის უსაფრთხოება დაიტესტება. კვლევის ყველა მონაწილე თავდაპირველად ვაქცინის ერთ დოზა მიიღებს. მათი ნახევარი კი, ოდნავ მოგვიანებით, ვაქცინის დამატებით დოზას კიდევ ერთხელ მიიღებს.
ვაქცინა-სპრეის გამოყენება ბევრად უფრო მოსახერხებელია, განსაუთრებით ბავშვებში.
AstraZeneca/Oxford-ს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.