TaoNews.Ge

“9 აპრილს ვიკრიბებით!” უცნობი ქართველი ხალხის მარადისობის დღეს აფუძნებს

“9 აპრილს ვიკრიბებით!” უცნობი ქართველი ხალხის მარადისობის დღეს აფუძნებს

“9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე. გვსურს დავაფუძნოთ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე. ეს დღე უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად, რათა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხალხმა საკუთარი ნების დაფიქსირება შეძლოს”, – ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება კრიზისის განმუხტვას ვერ ახერხებს, ოპოზიცია კი დესტრუქციითაა დაკავებული. ამიტომ საჭიროა ქართველმა ხალხმა მათ თავისი ხმა გააგონოს.

“საჭიროა პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო ქართველ ხალხშია და არა უცხოეთში, რომელიმე ქვეყანაში ან ორგანიზაციაში. 9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე. გვსურს დავაფუძნოთ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე. ეს დღე უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად, რათა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხალხმა საკუთარი ნების დაფიქსირება შეძლოს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!