TaoNews.Ge

8 მარტს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში პირველი საკვირაო წირვა  წირვა ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ აღავლინა

8 მარტს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში პირველი საკვირაო წირვა  წირვა ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ აღავლინა.

წირვის პარალელურად, ეპარქიის ეზოში, უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებული იყო პოლიცია, ასევე იმყოფებოდა როგორც ადგილობრივი და სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული მრევლი.

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა 8 მარტს ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე და „მასში მონაწილე სასულიერო პირებს, მედიასა და მრევლს” სინანულისკენ მოუწოდა.

„ყველას, ვისაც განსაკუთრებით უაზრო ქმედებებში მოუწია მონაწილეობა, მათ შორის სასულიერო პირებს, მოვუწოდებ, შენდობა ითხოვონ საჯაროდ, ყველას წინაშე, იმიტომ რომ ეს მათ ძალიან დიდ ძალას მისცემს უფლისკენ მობრუნებისა, ეკლესიისგან შეწყნარებისა. მრევლი, ადამიანები და მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, შენდობა ითხოვონ, ოღონდ თავიანთ მოძღვრებთან, ვინც არის მორწმუნე და ვინც არ არის მორწმუნე ახლა თვითონ თავის თავს მიხედავს. უფალი როგორ დახვდება, ეგ თვითონ იკითხოს, მაგრამ ვისაც აქვს სინდისი ქრისტიანული, მივა მოძღვართან და შენდობას ითხოვს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ერის ხალხი საჯაროდ იხდიდეს ბოდიშს. ერის ხალხმა თავის მოძღვრებთან უნდა ითხოვოს შენდობა და ყველას მიეცემა შენდობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მეუფე სტეფანეს თქმით, ის მარხვის პერიოდს მდუმარებაში გაატარებს და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ბრწყინვალე შვიდეულის შემდგომ გამართავს  პრესკონფერენციას, სადაც ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს.

 

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!