TaoNews.Ge

“სანამ მოვიფიქრებ სად წავიდე, ვითხოვ რამდენიმე დღე გამათევინონ” – დედა სოსანა

“სანამ მოვიფიქრებ სად წავიდე, ვითხოვ რამდენიმე დღე გამათევინონ” – დედა სოსანა

მარტვილის დედათა მონასტრიდან და ეპარქიიდან გარიცხული დედა სოსანა ითხოვს, რომ რამდენიმე ღამის გათევის საშუალება მისცენ და მონასტრის ტერიტორიაზე შეუშვან.

რამდენიმე დღე სჭირდება მონასტრის ქონების გადაბარებას, და სანამ მე მოვიფიქრებ სად უნდა წავიდე, როგორ უნდა ვიცხოვრო, როგორ უნდა ვუშველო ჩემ სულს, ამას სჭირდება დაფიქრება, მე ვითხოვ სასტუმროს სახლში რამდენიმე დღე გამათევინონ, მომცენ საშუალება, რომ დავფიქრდე ამ ყველაფერზე, გადაბარებას დრო უნდა, ეს ერთ საათში და ერთ დღეში არ გადაწყდება”- ამბობს დედა სოსანა

მიუხედავად ამისა, ეპარქიის ფინანსურმა მენეჯერმა ივანე კალაიჯიშვილმა მას უთხრა, რომ მონასტერში მხოლოდ პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად პირადი ნივთების გამოსატანად შეუშვებენ.

ივანე კალაიჯიშვილმა მედიის კითხვებს აღარ უპასუხა, თუ სად უნდა გაათენოს ღამე დედა სოსანამ. გარდა ამისა, მან პოლიციას სთხოვა, რომ შესასვლელში დადგნენ და ჟურნალისტები ეპარქიის ტერიტორიაზე არ შეუშვან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!