TaoNews.Ge

72 წლის მიხეილ შიფუტინსკი მამობისთვის ემზადება:  ”ჩვენ თვითონ გავუმკლავდებით ამას , არ გვჭირდება სუროგატი დედა”

72 წლის მიხეილ შიფუტინსკი მამობისთვის ემზადება:  ”ჩვენ თვითონ გავუმკლავდებით ამას , არ გვჭირდება სუროგატი დედა”

72 წლის მიხეილ შიფუტინსკი მამობისთვის ემზადება:  ”ჩვენ თვითონ გავუმკლავდებით ამას , არ გვჭირდება სუროგატი დედა”

მიხეილ შიფუტინსკი აღნიშნავს, რომ ბედნიერია მასზე 30 წლით უმცროს სვეტლანა ურაზოვასთან. მომღერალი არ მალავს, რომ საყვარელი ქალის გვერდით თავს ბევრად უფრო ახალგაზრდულად გრძნობს და  მზად არის ისევ გახდეს მამა.

წინა კავშირიდან მომღერალს  2 ვაჟი ჰყავს, 49 წლის დავითი და 47 წლის ანტონი. მომღერალი იმედოვნებს, რომ მესამედაც შეძლებს  გახდება მამა. ”ამაზე ვმუშაობთ”, – თქვა 72 წლის შემსრულებელმა გადაცემაში ”შენ არ გჯერა!” NTV– ზე.

მომღერლის  რჩეული სვეტლანა ურაზოვა თავად აპირებს ბავშვის გაჩენას და  კატეგორიული წინააღმდეგია სუროგაციის მეთოდით ბავშვის გაჩენის. “ჩვენ ამ ვარიანტს არ განვიხილავთ”, –  აღნიშნა მუსიკოსის რჩეულმა. შიფუტინსკი დაეთანხმა მის სიტყვებს. ”ჩვენ თვითონ შეგვიძლია ამის გაკეთება, მადლობა ღმერთს”, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, ადრე შიფუტინსკი  დაქორწინებული იყო ტატიანა როსტოვაზე. მუსიკოსი მალევე დაშორდა მას. მაგრამ მეორე მეუღლესთან, მარგარიტასთან  ერთად 40 წელი იცხოვრა. 2015 წელს ქალი, რომელმაც მომღერალს შვილები აჩუქა, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ურთიერთობა დაიწყო სვეტლანასთან.

”ძალიან დიდხან ვიბრძოდი მისი გულის მოსაგებად. ჩვენ ერთმანეთს 25 წელია ვიცნობთ. მაშინ დაქორწინებული ვიყავი და მან უარი მითხრა. რთულ მომენტში, როდესაც მარტო დავრჩი, სვეტლანა იყო ერთადერთი, ვისაც ესმოდა ჩემი. შემდეგ მასში გრძნობებმა გაიღვიძა. გრძნობები ეხლაც  არ განელებულა. ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ, რადგან ჩემს გვერდით საყვარელი ადამიანია. ჩემმა ოჯახმა სვეტა კარგად მიიღო ”, – ამბობს მომღერალი

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!