TaoNews.Ge

65 წლის მომღერლის ლარისა დოლინას გაახალგაზრდავების საიდუმლო ცნობილია

65 წლის მომღერლის ლარისა დოლინას გაახალგაზრდავების საიდუმლო ცნობილია

ახალგაზრდა და გამხდარი! 65 წლის მომღერალი ლარისა დოლინა პლასტიკური ოპერაციების შემდეგ საზოგადოების წინაშე წარსდგა.

რუსეთის სახალხო არტისტი ლარისა  დოლინა ერთ-ერთ ღონისძიებაზე თვალშისაცემად გაახალგაზრდავებული  გამოჩნდა.

ახალგაზრდა და გამხდარი – ასე შეაფასეს დოლინა კოლეგებმა.

მისი სახე საკმაოდ ახალგაზრდულად და სხეული მოხდენილად გამოიყურება.

სავარაუდოდ, მომღერალი ქირურგიული ჩარევების მეშვეობით გაახალგაზრდავდა.

”65 წლის ლარისას გარეგნობა,  სავარაუდოდ სახის გადაჭიმვასთან ერთად,   კომპლექსური კოსმეტოლოგიური პროცედურების შედეგია, პოსტოპერაციულ პერიოდში” -ამბობს სპეციალისტი მარტა ორლოვა.

 ” გარდა ამისა, საგრძნობლად გაუმჯობესებული და შეცვლილია მისი სხეულის ფორმები.  65 წლის ასაკში, კი  მხოლოდ სპორტით და დიეტით მსგავსი შედეგის მიღწევა ნაკლებად შესაძლებელია.

მისი ფორმების სილამაზე  შედეგია მამოპლასტიკის (მკერდი) და აბდომინოპლასტიკის (მუცლის კორექცია). დღევანდელ რეალობაში ქალს აქვს საშუალება უსაფრთხოდ და სწრაფად გახდეს ახალგაზრდა და მოხდენილი. დიდი კომპლიმენტი ჩემგან, ლარისა ისევ ახალაგაზრდულად და მოხდენილად გამოიყურება”- აღნიშნა სპეციალისტმა

 გასულ წელს გავრცელდა ხმები, რომ დოლინა მეუღლეს ილია სპიცინს დაშორდა. 90-იან წლებში, დოლინას განუზომოლად შეუყვარდა  ახალგაზრდა ბასისტი.

სპიცინმა დოლინას გამო ოჯახი მიატოვა,  მაშინ მისი შვილი ერთი წლისაც არ იყო.ბოლო წლებში ლარისა კვლავ დაეწყო წონასთან დაკავშირებული პრობლემები.  იყო საუბრები, რომ ეს მისი განქორწინების შედეგი იყო.როგორც ჩანს, ილია ფორმალურად დარჩა მის დირექტორად, მაგრამ წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს.

დოლინას და სპიცინს კომენტარი პრესაში პირადი ცხოვრების უახლეს ამბებზე ჯერ არ გაუკეთებიათ .

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!