TaoNews.Ge

ჯო ბაიდენი – თურქეთის გასვლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კონვენციიდან იმედგამაცრუებელი ნაბიჯია

თურქეთის მოულოდნელი და თვითნებური გასვლა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ მიმარული ევროპის საბჭოს კონვენციიდან, რომელიც უფრო “სტამბოლის კონვენციის” სახელითაა ცნობილი, ძალზე იმედგამაცრუებელია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, თურქეთის გადაწყვეტილება ქალთა მიმართ ძალადობის დასრულების გზაზე უკანგადაგმული ნაბიჯია.

„ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევების მატებას მთელს მსოფლიოში ვხედავთ, მათ შორის გვესმის ინფორმაცია თურქეთში ფემიციდის ზრდის შესახებ, ქვეყანაში, რომელიმაც პირველმა მოაწერა კონვენციას ხელი. ქვეყნები უნდა მუშაობდნენ ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტის მიზნით თავიანთი ვალდებულებების განმტკიცებისა და განახლებისათვის და არათუ უარყონ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ქალთა მიმართ ძალადობის დასრულების გზაზე საერთაშორისო მოძრაობისთვის უკანგადაგმული ნაბიჯია,“- ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!