TaoNews.Ge

“სიტის” ფანებს პოსტერები ეკავათ, სადაც ქართულად ეწერა…”

“სიტის” ფანებს პოსტერები ეკავათ, სადაც ქართულად ეწერა…”

fourfourtwo.com-მა წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელს გიორგი ქინქლაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ “სიტისთვის” ნამდვილი გმირია. მას “ქალაქელთა” რიგებში 100-ზე მეტი თამაში ჯერ კიდევ მაშინ აქვს ჩატარებული, როდესაც “სიტის” კარგი დროება ნამდვილად არ ედგა და იქ თამაშიც არ იყო ისეთივე პრესტიჟული როგორც ახლა.
ის ზედიზედ ორი წელი იგებდა “სიტის” საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს. მან გმირის სტატუსი თავისი დიდებული დრიბლინგებისთვის დაიმსახურა, ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო დრიბლინგი მან 1996 წლის 16 მარტს “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ შეასრულა.
ქინქლაძის გოლმა “სიტის” მაშინ პრემიერ ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩინა და ეს გოლი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გოლად რჩება. ქინქლაძემ ეს გოლი გაიხსენა.
“არც კი მჯერა რომ მას მერე 25 წელი გავიდა, ეს გოლი ნამდვილად დაუვიწყარია ჩემთვის. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა, ეს გოლი 6 ქულას უდრიდა “სიტისთვის”.
ჩვენც და “საუთჰემპტონიც” პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის ვიბრძოდით და ამ გოლის შემდეგ ჩვენ მათ 6 ქულით გავასწარით. მახსოვს “სიტის” პრეზიდენტის ფრენცის ლის სიტყვები, რომელმაც მითხრა რომ ის ათწლეულებია რაც ფეხბურთში მოღვაწეობს, მაგრამ არ ახსოვს ვინმეს ასეთი დიდხნიანი ოვაციები დაემსახურებინოს როგორც მაშინ მე დავიმსახურე”, – ამბობს ქინქლაძე.
ქინქლაძეს თავიდან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ გაიბრწყინა, ინგლისურის არცოდნა პრობლემა იყო, მაგრამ ეს მას არ აჩერებდა.
“თავიდან იყო პრობლემები, თუმცა სიმართლე რომ ითქვას ის რასაც ვაკეთებდი მოედანზე ბევრ საუბარს არ საჭიროებდა. პირველი სიტყვები რაც ვისწავლე იყო მომეცი პასი და მომეცი სივრცე და ჩემთვის ეს საკმარისი იყო”.
მიუხედავად იმისა, რომ “სიტი” ჩემპიონშიპში გავარდა და ასევე ტოპ კლუბებს სურდა მისი გადაბირება ქინქლაძე მანჩესტერულ გუნდში დარჩა და იგი ამას არ ნანობს.
“ჩემს ცხოვრებაში ამას არასოდეს ვინანებ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ათწლეულების წინ იყო და ამას უკვე ვერაფრით შევცვლი, მე შეიძლება ვერაფერი მოვიგე “სიტისთან” ერთად, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი როგორ ვუყვარდი ფანებს და რამდენს ვნიშნავდი მათთვის და მე არ შემეძლო მეღალატა ამ ნდობისთვის. მე არ ვარ ის ადამიანი რომელიც ჩაძირვის პროცესში მყოფი გემიდან გარბის.
25 წელი გავიდა და ფანებს მაინც ვახსოვარ, ჩემს საპატივსაცემოდ “სიტის” სტადიონზე მუდმივად არის საქართველოს დროშა და ჩემთვის მეტი პატივისცემა წარმოუდგენელია.
ინგლისელი ფანებისთვის როგორი ხარ პიროვნულად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენი შესაძლებლობები მოედანზე.
როდესაც ფორმის პიკში ვიყავი ისინი მუდმივად ტაშს მიკრავდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც კარიერა დავამთავრე და იქ წლების შემდეგ დავბრუნდი და ფანებმა ისევ ოვაციები მომიწყვეს, ეს ისეთი რამ იყო, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
იყო შემთხვევები როდესაც სიტის ფანებს ჩემი პოსტერები ეკავათ რომელზეც ქართულად ეწერა არ დაგვტოვო და ამის შემდეგ როგორ შემეძლო ამ გუნდიდან წასვლა?”, – იხსენებს ქინქლაძე.
წყარო SPORTALL

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!