TaoNews.Ge

COVID-19 საქართველოში – 1 აპრილის მონაცემებით გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი

5.352 ახალ შემთხვევა, 48 გარდაცვალება, 2.635 განკურნება – კოვიდის ახალი სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 430 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 564 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 866 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 461 198-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.33% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.27%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 635 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 409 110-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 230 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 363 შემთხვევა, აჭარა – 905, იმერეთი – 564, ქვემო ქართლი – 262, შიდა ქართლი – 285, გურია – 124, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 281, კახეთი – 340, მცხეთა-მთიანეთი -134, სამცხე-ჯავახეთი – 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!