TaoNews.Ge

5 ივლისის საქმეზე ბრალდებული უშანგი დათუნაშვილი თავისუფალია. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელი, აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდება- ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)

5 ივლისის საქმეზე ბრალდებული უშანგი დათუნაშვილი თავისუფალია. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელი, აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდება- ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)

5 ივლისის საქმეზე ბრალდებული  უშანგი დათუნაშვილი თავისუფალია. მას მოსამართლემ 5 000 ლარი ჯარიმა შეუფარდა. ,,მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელი აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდება, რადგან ვთვლით რომ უშანგი დათუნაშვილი უდანაშაულოა”- აცხადებს დათუნაშვილის ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა იმ შვიდი პირის განაჩენი, როლებიც ბრალდებულები იყვნენ 5 ივლისის საქმეზე მთავარი არხის, „ფორმულის“, „იმედის“, „ტაბულის“, რადიო თავისუფლების, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობაში.

რომეო კეკუტია – 1 წელი და 3 თვეგიორგი კახიანი – 1 წელი 3 თვე;გიორგი ნასყიდაშვილი – 1 წელი და 3 თვე;ილია ქებაძე – 1 წელი და 2 თვე;თემურ ხარაული – 1 წელი და 2 თვე;

ზაზა მჭედლიძე – 1 წელი და 3 თვე. უშანგი დათუნაშვილი – 5 ათასლარიანი ჯარიმა.

მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანის გადაწყვეტილებით, რომელიც 7 ბრალდებულის საქმეს განიხილავდა, ყველა განსასჯელი გამართლა სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლში, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ბრალდებულთა ნაწილი ცნობილ იქნა დამნაშავედ ძალადობის მუხლით, ნაწილს კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებად. ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154 და 156 მუხლებში, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას და დევნას გულისხმობს.

მათ მიესაჯათ შემდეგი სახის სასჯელი:

  • ზაზა ჭაავა  – 1 წლით პატიმრობა;მურად დევლარიშვილი  – 1 წლით პატიმრობა;გენო გერმანიშვილი – 3 წლით პატიმრობა;გიორგი ხეჩუაშვილი – 3 წლით პატიმრობა; თედო ბურდული – 3 წლით პატიმრობა; გიორგი მაღრაძე – 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა; გიორგი წარუაშვილი – 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა;

საბოლოო განაჩენი გამოაცხადა  მოსამართლე ნინო ელიეშვილმაც.  დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძესა და გია გიგუაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. საუბარია ჟურნალისტებისა და ოპერატორების  და „ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ეპიზოდებთან დაკავშირებით

 

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!