TaoNews.Ge

“იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გონივრულ,სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენ მოვისმინეთ ჟოზეფ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეალობასა და არჩევნებზე, რომელიც, მათი შეფასებით, ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან პირობებში. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს არავითარი საფუძველი არ აქვს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივაღწიოთ შეთანხმებას, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეებში გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ გავაგრძელოთ კონსტუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!