TaoNews.Ge

“მე ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი” -კახა კალაძე

“სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ მიზანმიმართულად ვრცელდება ჭორები. ჯერ ერთი, მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გავიგე, მილანიდან ჩამოვედი და 2012 წლიდან დავბრუნდი ქვეყანაში. დავამთავრე ჩემი მოღვაწეობა სპორტში და დღეს ვარ პოლიტიკაში”.– ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

“ბევრი კარგი საქმე გავაკეთე, ბევრი კარგი პროექტი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და მე თბილისელებს ვერ ვეტყვი იმას, რომ ნახეთ ჩვენ რა მაგრები ვართ, რამდენი კარგი რამ გავაკეთეთ. რამდენი კარგიც გავაკეთეთ იმაზე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი პრობლემაა დედაქალაქში, რომელსაც სჭირდება მოგვარება, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი.”- განაცხადა კახა კალაძემ

 ქალაქის მერი არჩევნების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

“რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. 7 თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე, ყველაფერს აქვს თავისი დრო და შესაბამისად, საზოგადოება გაიგებს ყველაფერს“, – განაცხადა მერმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!