TaoNews.Ge

ერთად ვიზრუნოთ, რომ  ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი. მოწოდებები, რომ ჩაიშალოს! გავაგდოთ ინვესტორი! გაჩერდესს! არ ავაშენოთ! – არ არის ჩვენი ლექსიკა – ნათია თურნავა

ერთად ვიზრუნოთ, რომ  ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი. მოწოდებები, რომ ჩაიშალოს! გავაგდოთ ინვესტორი! გაჩერდესს! არ ავაშენოთ! – არ არის ჩვენი ლექსიკა – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ განაცხადა: “მოწოდებები, რომ ჩაიშალოს! გავაგდოთ ინვესტორი! გაჩერდეს! არ ავაშენოთ! – არ არის ჩვენი ლექსიკა. განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს ჩვენ ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ.”

როგორც  მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობისთვის ულტიმატუმის ენა მიუღებელია.

“აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან და პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება მინისტრის გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის დანიშვნა ან გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და არა რომლიმე აქტივისტის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა.”- განაცხადა ნათია თურნავამ

მისის თქმით არსებობს 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც  მიაწოდეს მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც.

ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის, ოღონდ კონსტრუქციულ პლატფორმაზე”- აცხადებს მინისტრი

“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც. ეს არის 4-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის ხელახალი კვლევების გადახედვა და მანამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევა, არდაწყება, ეს არის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, მეტი ჩართულობა როგორც ფონდის მართვის, ასევე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში. ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის, ოღონდ კონსტრუქციულ პლატფორმაზე. ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ველით ექსპერტებს, იმისთვის, რომ ჩაერთონ პროცესში, გააკეთონ პროექტის რევიზია, გადაამოწმონ ის კვლევები, რაც ჩატარებულია.  ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი. მოწოდებები, რომ ჩაიშალოს! გავაგდოთ ინვესტორი! გაჩერდესს! არ ავაშენოთ! – არ არის ჩვენი ლექსიკა. განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს ჩვენ ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ“, – განაცხადა თურნავამ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!