15 მარტს დაიბადა ეთერ თათარაიძე 1956 წ. – ქართველი პოეტი, პედაგოგი, ფოლკლორისტი.
1985–2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვებოდა ლექციების კურსს ზოგად ფოლკლორისტიკაში.
2004 წლიდან, ხელმძღვანელობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულებას.
ეთერ თათარაიძის ლექსები თარგმნილია ინგლისურ და იტალიურ ენებზე.