TaoNews.Ge

35 წლამდე ქალი, რომელიც პეკინზე ხანძრის დროს მე-6 სართულიდან გადახტა, გარდაიცვალა

35 წლამდე ქალი, რომელიც პეკინის ხანძრის დროს მე-6 სართულიდან გადმოხტა, გარდაიცვალა.

ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.  მკურნალი ექიმის განცხადებით, მას მძიმე ტრავმული მდგომარეობა აღენიშნებოდა.

ქალს გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრებლის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან ცეცხლის გაჩენის შემდეგ გადავარდა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლი კორპუსის იმ ნაწილში არ იყო გავრცელებული, სადაც აღნიშნული ქალი იმყოფებოდა. უშუალოდ ხანძრის შედეგად ადგილზე არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!