TaoNews.Ge

“35 წელი დამ­ჭირ­და, რომ მა­მა­ჩე­მი გა­მეშ­ვა პო­ლი­ცი­ა­ში” –  მსახიობი  უმძიმეს ბავშვობაზე და ოჯახურ ძალადობაზე

კო­მე­დი შოუს” ერთ-ერთი მსა­ხი­ო­ბი, მიშა ან­დღუ­ლა­ძე მისი ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მეს ეპი­ზოდ­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ძა­ლა­დობ­რივ გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­და.

ინ­ტერ­ვიუ ცნო­ბილ­მა იუ­მო­რის­ტმაფორ­მუ­ლასმის­ცა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას 4 წლი­დან უყუ­რებ­და.

ძა­ლა­დობ­რივ გა­რე­მო­ში გა­ვი­ზარ­დე. ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ურტყამ­და. მამა ურტყამს დე­დას, დედა წყევ­ლის შვი­ლებს, უფ­რო­სი ძმა ურტყამს უმ­ცროსს, უმ­ცროს­მა რა უნდა ქნას ამ დროს? ვინ­მეს ეს­რო­ლოს ვაშ­ლი ან რა­ღაც ასე­თი.. ამას ვა­კე­თებ­დი მეც.

“უფროსი ძმა მამას ურტყამდა, მაშინ ვიფიქრე, რომ ან ძმას მოვკლავდი ან მე-9 სართულიდან გადავხტებოდი” – მიშა ანდღულაძე მძიმე წარსულზე

სხვა­თა შო­რის, მა­მა­ჩე­მი საკ­მა­ოდ კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო ჩემი, უბ­რა­ლოდ მე­ო­რე მხა­რეს იყო ძა­ლა­დო­ბა. თა­ვის დრო­ზე მას­ზე ძა­ლა­დობ­და დედა. მა­მა­ჩე­მი ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ აღარ მი­ნა­ხავს, არც ოპე­რა­ცი­ის წინ და არც მა­ნამ­დე. და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა კი მქონ­და. 35 წელი დამ­ჭირ­და, რომ მა­მა­ჩე­მი გა­მეშ­ვა პო­ლი­ცი­ა­ში. ვერ ვწი­რავ­დი.

ასე­ვე მერ­ჩო­და ძმაც. გარ­და­მა­ვა­ლი ძა­ლა­დო­ბის ჯაჭ­ვი იყო, მა­მის საქ­ცი­ელს იმე­ო­რებ­და ძა­ლი­ან მძი­მედ. შარ­შან იყო, რომ ჩემს ძმა­ზე გა­მო­ვა­წე­რი­ნე პო­ლი­ცი­ას ოდ­რე­რი. როცა მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა, მე მქონ­და ორი გან­ცდა, ერთი იყო კმა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცდა და მე­ო­რე, ტრა­გი­კუ­ლი” – ამ­ბობს ან­დღუ­ლა­ძე.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!