TaoNews.Ge

33 ხის სახლი ტაო-კლარჯეთში სრულად დაიწვა

33 ხის სახლი ტაო-კლარჯეთში სრულად დაიწვა

ხანძრისგან გამოწვეული პანიკაა ართვინში.  ტყის ხანძარმა ართვინში, სოფლის მოსახლეობა დააზარალა და 33 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

ხანძარი, რომელიც გაჩნდა ართვინში სოფელ იინკულერში მდებარე სახლში და გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიებზე, მეხანძრეებმა ჩააქრეს. 33 ხის სახლი, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული სრულად დაიწვა.

შეტყობინების მიღების შემდეგ იუსუფელის მუნიციპალიტეტის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი და ართვინის სატყეო სამმართველოს გუნდები სოფელში ცეცხლის ჩასაქრობად გაგზავნეს .

ამ დროისთვის, ხანძრის შედეგად 33 ხის სახლი გამოუსადეგარი გახდა. საბედნიეროდ, დაშავებულები არ არიან, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!