TaoNews.Ge

COVID-19 საქართველოში – 1 აპრილის მონაცემებით გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი

3.803 ინფიცირებული, 48 გარდაცვლილი– 21 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 159 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 708 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 451 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 803 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 514 744-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.80%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 332 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 448 288-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 771 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, აჭარა – 598, იმერეთი – 506, ქვემო ქართლი – 163, შიდა ქართლი – 168, გურია – 161, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 246, კახეთი – 327, მცხეთა-მთიანეთი – 69, სამცხე-ჯავახეთი -104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!