TaoNews.Ge

“3-4 სვანი შემოვიდა, როგორც ყოველთვის კიდევ მთხოვეს ლუდი “ნისიად”-მაღაზიის გამყიდველი დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე

ამ დრომდე გრძელდება გამოკითხვები დმანისის პოლიციაში, სადაც 9 აპრილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილეებს კითხავენ. მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველებს მომხდარ დაპირისპირებაზე შეკითხვები აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებთან ჰქონდათ. გამოკითხვაზე იყვნენ დაშავებულებიც, რომლებმაც ჩხუბის დროს მძიმე დაზიანებები მიიღეს.

ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი ლუდის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა.

“მე მაღაზიაში ვიყავი და 3-4 სვანი შემოვიდა, როგორც ყოველთვის კიდევ მთხოვეს ლუდი “ნისიად” რაზეც ვუპასუხე, რომ უფროსის გარეშე ლუდს ვერ მივცემდი, რის შემდეგაც აგრესიულები გახდნენ, დაიწყეს სიტყვერი შეურაცხყოფა, ხმაურზე მამამთილი შემოვიდა მაღაზიაში, თუმცა მაშინვე სცემეს. ამ ჩხუბის შემდეგ ჩემი სხვა ნათესავების შემოვიდნენ, ხელჩართული ჩხუბის შემდეგ დაგვემუქრნენ რომ დაბრუნდებოდნენ, ამის შემდეგ დავრეკე 112-ში, პოლიცია მოვიდა და გამოკითხვაზე გადაგვიყვანეს, მხოლოდ ჩვენ დაგვკითხეს და ვითომ ამის სცადეს სიტუაციის განეიტრალება”, – ამბობს მაღაზიის გამყიდველი.

მისივე თქმით, გამოკითხვის შემდეგ მაღაზიასთან დაახლოებით 8 კაცი მაღაზიასთან იდგნენ, რა დროსაც 40-მდე შენიღბული პიროვნება მივიდა და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ დაპირისპირებაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ნახა, რომ მამამისს სცემდნენ.

“40-მდე კაცი ისევ მობრუნდა ანგარიშსწორებისთვის, რაც მოხდა ყველამ ნახა. ხელისუფლებამ საჭირო ზომები დროულად უნდა მიიღოს, თორემ ეს დაპირისპირება მძიმე შედეგებში გადაიზრდება”, – თქვა მან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!