TaoNews.Ge

“ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები… ახლა ახალი ვირუსი შემოდის, მუწუკებით აისახება…“- მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება

26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადების დღეა!

დღეს წმინ­და ღირ­სი მამა გაბ­რი­ე­ლის და­ბა­დე­ბის დღეა. აღმსა­რე­ბე­ლი-სა­ლო­სი, ერის­კა­ცო­ბა­ში გო­დერ­ძი ვა­სი­ლის ძე ურ­გე­ბა­ძე, 1929 წლის 26 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და.

ბავ­შვო­ბა­ში მას გო­დერ­ძი ერ­ქვა და გვა­რად ურ­გე­ბა­ძე იყო. თა­ნა­ტო­ლებ­თან თა­მა­შის ნაც­ვლად, ქვე­ბის­გან პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ებს აშე­ნებ­და და შიგ­ნით ასან­თის ღე­რებს ან­თებ­და. ამ­ბო­ბენ, – სკო­ლა­ში სწავ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ოთხშა­ბათ­სა და პა­რას­კევს კი მუ­ცელს იტ­კი­ვებ­და, რათა მარ­ხვა შე­ე­ნა­ხაო. ქრის­ტეს სა­ხე­ლი პირ­ვე­ლად 7 წლის ასაკ­ში გა­უ­გია: შემ­თხვე­ვით, მე­ზობ­ლე­ბის კა­მათს შეს­წრე­ბია. თურ­მე, ერთს მე­ო­რის­თვის უთ­ქვამს, – ქრის­ტე­სა­ვით ჯვარს მაც­ვიო. პა­ტა­რა გო­დერ­ძის უკი­თხავს, – ქრის­ტე ვინ იყოო? – ეგ თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, ეკ­ლე­სი­ა­ში წადი და იქ გა­ი­გე­ბო…

მერე ყვე­ლას­გან მა­ლუ­ლად, 70 მა­ნე­თი შე­უგ­რო­ვე­ბია და “ქრის­ტეს ის­ტო­რი­ის” შე­სა­ძე­ნად ნავ­თლუ­ღის შე­რე­ულ ბაზ­რო­ბა­ზე წა­სუ­ლა. ბევ­რი უვ­ლია, მაგ­რამ წიგ­ნი ვერ­სად უპო­ვია. გულ­და­წყვე­ტილს შინ დაბ­რუ­ნე­ბა გა­ნუზ­რა­ხავს, რომ თეთ­რწვე­რა მო­ხუ­ცი გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია. პა­ტა­რა გო­დერ­ძის იმ მო­ხუ­ცის­გან სა­ნატ­რე­ლი წიგ­ნი 70 მა­ნე­თად შე­უ­ძე­ნია, გა­ხა­რე­ბულს გულ­ში ჩა­უკ­რავს და ში­ნის­კენ გაქ­ცე­უ­ლა. ბაზ­რო­ბას რომ გა­მოს­ცდე­ნია, წიგ­ნის­თვის მა­შინ და­უ­ხე­დავს და “სა­ხა­რე­ბა” ამო­უ­კი­თხავს. უფიქ­რია, ეს ის წიგ­ნი არ იყო, რო­მე­ლიც უნ­დო­და და პატ­რო­ნის­თვის უკან დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით, ბაზ­რო­ბა­ზე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. იმ ად­გილ­ზე, სა­დაც წიგ­ნი იყი­და, სხვა ვაჭ­რე­ბი დახ­ვედ­რი­ან. უკი­თხავს, – აქ რომ მო­ხუ­ცი კაცი იდგა, სად წა­ვი­დაო? მაგ­რამ მის­თვის ვე­ღარ მი­უკვლე­ვია. ყვე­ლა ვა­ჭა­რი ერთი და იმა­ვეს უმე­ო­რებ­და: დღეს აქ მო­ხუ­ცი კაცი სა­ერ­თოდ არ მდგა­რაო… ეს ალ­ბათ მის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი პირ­ვე­ლი სას­წა­უ­ლი იყო. წლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ ეზო­ში ნამ­დვი­ლი ეკ­ლე­სია აა­შე­ნა. გა­ნი­ცა­და დევ­ნა, შე­ვიწ­რო­ე­ბა, მაგ­რამ ქრის­ტეს გზი­დან არ გა­და­უხ­ვია. გო­დერ­ძი ურ­გე­ბა­ძე საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში პირ­ვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო, რო­მე­ლიც ბე­რად აღიკ­ვე­ცა, სა­ეკ­ლე­სიო სა­ხე­ლით – ბერი გაბ­რი­ე­ლი.

სას­წა­უ­ლი მის ცხოვ­რე­ბა­შიც მრავ­ლად იყო და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სრულ­ყო­ფი­ლად ერთ სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია. წმინ­და­ნის შე­სა­ხებ მისი მკურ­ნა­ლი ექი­მი – ზუ­რაბ ვა­რა­ზი მოგ­ვი­თხრობს:

 

– მისი უწ­მინ­დე­სო­ბის აღ­საყ­დრე­ბის შემ­დეგ ეკ­ლე­სი­უ­რი გავ­ხდი და სი­ონ­ში სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე. მა­შინ ტა­ძარ­ში გაბ­რი­ელ ბერს ხში­რად ვხე­დავ­დი, მაგ­რამ სა­ხე­ლი არ ვი­ცო­დი. ყუ­რა­დღე­ბას კე­თი­ლი თვა­ლე­ბით, გა­რეგ­ნო­ბით, შე­სა­მოს­ლით იპყრობ­და. ფრეს­კებ­ზე გა­მო­სა­ხულ წმინ­და­ნებს ჰგავ­და, გულ­ზე ხა­ტე­ბი­თა და ჯვრე­ბით. ის ზოგ­ჯერ ხატს უყუ­რებ­და და ტი­რო­და, ქა­და­გებ­და, ზოგ­ჯერ ხმა­მაღ­ლაც და­იყ­ვი­რებ­და ხოლ­მე. ცო­ტა­თი ში­შის მომ­გვრე­ლიც კი იყო. მრევ­ლი მის გარ­შე­მო იკ­რი­ბე­ბო­და, ის შუ­ა­ში იდგა და ქა­და­გებ­და. ხალ­ხი ლოც­ვა-კურ­თხე­ვას იღებ­და. თა­ვი­დან მი­ახ­ლე­ბის მრცხვე­ნო­და. მერე ძალა მო­ვიკ­რი­ბე და მი­ვე­დი, ჯვარ­ზე ვემ­თხვიე. თავ­ზე ხელი და­მა­დო, თით­ქოს და­მა­ჭი­რა და მი­თხრა: “ქრის­ტე ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოს და გა­კურ­თხოს!” გა­ვი­და დრო და 1994 წლის დამ­ლევს გა­ვი­გე, – მამა გაბ­რი­ელ­მა მცხე­თა­ში, სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში ფეხი მო­ი­ტე­ხაო. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ურ­თულ­და, წყალ­მან­კი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა ჰქონ­და. მდგო­მა­რე­ო­ბა ექი­მის აქ­ტი­ურ ჩა­რე­ვას მო­ი­თხოვ­და, მაგ­რამ თა­ვად არა­ვის იკა­რებ­და. ერთ დღეს მას­თან ჩემი მე­უღ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი – მა­ნა­ნა და ნატა ქურ­დო­ვა­ნი­ძე­ე­ბი ყო­ფი­ლან. უთ­ქვამთ: ექი­მი სიძე გვყავს, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქო­ში მუ­შა­ობს, ათო­ნის მთა­ზეა ნამ­ყო­ფიო. მამა გაბ­რი­ელს უთ­ქვამს, – მშვი­დო­ბით მობ­რძან­დე­სო.

და­მი­კავ­შირ­დნენ თუ არა, აღარ და­მი­ყოვ­ნე­ბია, მცხე­თა­ში წა­ვე­დი. მისი კე­ლია შთამ­ბეჭ­და­ვი იყო: ყო­ველ მხა­რეს, სა­ი­თაც უნდა გა­გე­ხე­და, ხატი გახ­ლდათ დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. იქვე პა­ტა­რა ტა­ბუ­რე­ტე­ბი ეწყო. თა­ვად ტახ­ტზე იწვა, შე­სა­მო­სე­ლი ემო­სა და უსათ­ნო­ე­სი, სან­თე­ლი­ვით ყვი­თე­ლი სახე ჰქონ­და. თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი იწვა. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი თუ არა, ვთხო­ვე, – მა­მაო, დამ­ლო­ცეთ-მეთ­ქი. შე­მომ­ხე­და, თავ­ზე ხელი და­მა­დო და, – ქრის­ტე ღმერ­თმა გა­კურ­თხო­სო! მერე დედა პა­რას­კე­ვას უთხრა: ნახე, ექი­მი მო­ვი­და და ჯერ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა აიღო. აქ ვინც შე­მო­დის, ყვე­ლა ექი­მი მე­უბ­ნე­ბა, – რო­გორ ხარ? მე კი ვპა­სუ­ხობ, – ბერი ვარ და რო­გორ უნდა ვიყო, ძა­ლი­ან კარ­გად ვარ-მეთ­ქი. ისი­ნი ეკ­ლე­სი­უ­რე­ბი არ არი­ან და ჩემ­თან საქ­მე არ აქ­ვთო! გა­სინ­ჯვის შემ­დეგ ავუხ­სე­ნი, რომ მუც­ლი­დან სი­თხის ამო­ღე­ბა იყო სა­ჭი­რო. თან­ხმო­ბა და კურ­თხე­ვა მომ­ცა. 10 ლიტ­რამ­დე სი­თხე ამო­ვი­ღე. მო­ეშ­ვა, ამო­ი­სუნ­თქა. შემ­დეგ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ მი­წევ­და, მე­მორ­ჩი­ლე­ბო­და. ეს პრო­ცე­დუ­რა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვუ­მე­ო­რე. 9 თვის შემ­დეგ რა­ჭა­ში 1 კვი­რით მინ­დო­და წას­ვლა და მამა გაბ­რი­ელს და­ვე­თხო­ვე, მუ­ცელ­ში დრე­ნა­ჟი ჩა­ვუ­ყე­ნე, რო­მელ­საც სა­კე­ტი ჰქონ­და და ვთხო­ვე, სი­თხე თუ შე­გა­წუ­ხებთ, ეს სა­კე­ტი მო­ატ­რი­ა­ლეთ და გად­მო­იღ­ვრე­ბა-მეთ­ქი. გა­ე­ცი­ნა, – “კრან­ტი” და­მი­ყე­ნეო? 1 კვი­რის შემ­დეგ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად რომ მი­ვე­დი, სი­თხე აღარ ჰქონ­და, ხე­ლე­ბი მაღ­ლა აა­პყრო და თქვა: უფალ­მა ამო­ი­ღოო. მას შემ­დეგ წყალ­მან­კით აღარ შე­წუ­ხე­ბუ­ლა.

– გარ­და იმი­სა, რომ მკურ­ნა­ლობ­დით, რას გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დათ?

– მამა გაბ­რი­ე­ლის­თვის სულ უნდა გეს­მი­ნა. მისი ყო­ვე­ლი სი­ტყვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, თით­ქოს სხვა გან­ზო­მი­ლე­ბი­დან ლა­პა­რა­კობ­და. რომ ვუს­მენ­დი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მამა გაბ­რი­ელს თე­ო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და.

 

– მას მხო­ლოდ 6 კლა­სი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

– ეს რომ გა­ვი­გე, გან­ვცვიფ­რდი. ფსალ­მუ­ნე­ბის, ლოც­ვე­ბის, წმინ­და წე­რი­ლე­ბის სი­ტყვე­ბით ლა­პა­რა­კობ­და.

– გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე რას გი­ამ­ბობ­დათ?

– ვერ ვბე­დავ­დი, რა­ი­მე მე­კი­თხა, მაგ­რამ ამ­ბებს თა­ვად ჰყვე­ბო­და. მას ჰქონ­და სა­ო­ცა­რი უნა­რი, – როცა კი­თხვის დას­მა მო­გინ­დე­ბო­და, თით­ქოს გრძნობ­და და უკი­თხა­ვად გპა­სუ­ხობ­და. გულ­თამ­ხი­ლა­ვი იყო. ბავ­შვთან ბავ­შვუ­რად ლა­პა­რა­კობ­და, კაც­თან – კა­ცუ­რად. დიდი სიბ­რძნე ჰქონ­და. კი­დევ ბევ­რი დროა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ მისი ფე­ნო­მე­ნის შეს­წავ­ლა მოხ­დეს. მამა გაბ­რი­ე­ლი სა­ლო­სი იყო და იმ ურ­ჯუ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ლო­სის სა­მო­სელ­მაც და­იც­ვა. ერთ დღეს მი­ამ­ბო, რო­გორ დაწ­ვა ლე­ნი­ნის სუ­რა­თი, მერე ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ სუ­რათ­ზე რო­გორ შედ­გა და იცეკ­ვა. ამის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს. იხ­სე­ნებ­და, “კა­გე­ბე­ში” რომ წა­მიყ­ვა­ნეს, უკან 7 ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი კაცი მომ­ყვე­ბო­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი, – შვი­ლო, თქვენ ეშ­მა­კის­გან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ხართ, ხელ­ში ჯო­ხიც კი არ მი­ჭი­რავს და 7 ადა­მი­ანს რა უნდა გიქ­ნა­თო? კა­მე­რა­ში რომ შე­მიყ­ვა­ნეს, სა­მო­სე­ლი გამ­ხა­დეს, მა­ი­სუ­რის ამა­რა დამ­ტო­ვეს, ჯვრე­ბი და ხა­ტე­ბი ჩა­მო­მარ­თვეს. ვთხო­ვე, არ წა­ე­ღოთ; ვუ­მე­ო­რებ­დი, – ბერი ვარ-მეთ­ქი. მპა­სუ­ხობ­დნენ: ბერი კი არა, ხალ­ხის მტე­რი ხარ და მალე გა­გა­ნად­გუ­რებ­თო. კა­მე­რა­ში მარ­ტო დავ­რჩი. ლოც­ვის ჟამ­მა რომ მო­ა­წია, ვი­ფიქ­რე, – რა ვქნა-მეთ­ქი? და­ვი­ნა­ხე, კუ­თხე­ში ცო­ცხი იდო, მისი სა­ხე­ლუ­რი­დან 2 ღერო გა­მო­ვაძ­ვრე, გა­და­ვაჯ­ვა­რე­დი­ნე, მა­ი­სუ­რი­დან გა­მო­ღე­ბუ­ლი ძა­ფით შევ­კა­რი და ჯვა­რი გა­ვა­კე­თე. მერე ეს ჯვა­რი კუ­თხე­ში დავ­დე და ლოც­ვა და­ვი­წყე, მაგ­რამ ეშ­მა­კის მო­ცი­ქუ­ლი ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან მით­ვალ­თვა­ლებ­და, საკ­ნის კარი გა­ა­ღო, შე­მო­ვი­და და ჯვა­რი წა­მარ­თვა, – აქ ლოც­ვა არ შე­იძ­ლე­ბაო. გავ­ბრაზ­დი, კე­დელ­თან დავ­დე­ქი, ხე­ლე­ბი გავ­შა­ლე და ვუ­თხა­რი, – მე თვი­თონ ჯვა­რი ვარ. აბა, მოდი, წა­მარ­თვი! ზე­დამ­ხედ­ველ­მა იფიქ­რა, რომ გიჟი ვი­ყა­ვი, გა­ვი­და და კარი მოა­ჯა­ხუ­ნაო. იხ­სე­ნებ­და: კო­მი­სი­ა­ზე გა­მა­ტა­რეს, უფ­რო­სო­ბა იყო შეკ­რე­ბი­ლი, მათ შო­რის – ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეც გახ­ლდათ. მან რომ და­მი­ნა­ხა, თქვა, ეს ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­ე­რად ავად­მყო­ფი თუ არის, ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში ამო­ვალ­პობთ, თუ არა და, სა­მა­გა­ლი­თოდ უნდა და­ი­სა­ჯო­სო. მამა გაბ­რი­ელს უპა­სუ­ხია, – ცოტა ხანი გა­ივ­ლის და მო­ე­დან­ზე ხელ­გაშ­ვე­რი­ლი ეშ­მა­კის ძეგლი რომ გიდ­გათ, თქვე­ნი ხე­ლით გად­მო­აგ­დებთ და მის ად­გილ­ზე ვარ­დებს დარ­გავ­თო. შე­ვარ­დნა­ძეს უთ­ქვამს: შენ მა­გას ვერ მო­ეს­წრე­ბიო. – მეც მო­ვეს­წრე­ბი და – შენ­ცო… ახლა მო­ვი­დეს შე­ვარ­დნა­ძე და მი­თხრას, – ასე მოხ­და თუ არა? მამა გაბ­რი­ელს ლე­ნი­ნის ძეგლის დამ­ხო­ბა ხილ­ვა­ში ჰქო­ნია ნა­ნა­ხი. ერთხელ ვუ­თხა­რი, ლოც­ვებ­ში რომ ამ­ბობთ, “ღვთივ­და­ცუ­ლი ერი ჩვე­ნი, მთავ­რო­ბა და მხედ­რო­ბა…” – ეს ლოც­ვა რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლია-მეთ­ქი? გა­ე­ღი­მა. მკი­თხა: სახ­ლში ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ვინ არის, ვი­საც ყვე­ლა­ნი ეფე­რე­ბით? – ჩემი შვი­ლი, ნი­კო­ლო­ზი. – მის­თვის ხომ ლო­ცუ­ლობ? – რა თქმა უნდა! – გარ­შე­მო მე­ზობ­ლე­ბი ხომ გყავს: ზოგი კარ­გი, ზოგი ცუდი და ხომ ლო­ცუ­ლობ, რომ ყვე­ლა­ნი შენ­კენ სი­კე­თით მო­აქ­ციო? სა­ქარ­თვე­ლოს გარ­შე­მო მტრე­ბი ცხოვ­რო­ბენ, თვა­ლი ყვე­ლას ჩვენ­ზე უჭი­რავს, უნდა ვი­ლო­ცოთ, რომ ყვე­ლა­ნი სი­კე­თით მო­ექ­ცნენ და და­ლოც­ვი­ლო, ეს ერთი შე­ვარ­დნა­ძე რაღა გახ­და? ღმერ­თმა მა­გი­სი გული სი­კე­თით აავ­სოს, გო­ნე­ბა – სიბ­რძნით. სა­ერ­თოდ, მთავ­რო­ბა ღვთის­გან დაგ­ვედ­გი­ნე­ბა; რა ჩი­ტე­ბიც ვართ, ისე­თი გა­ლია გვაქვს. თქვენ გინ­დათ, პრე­ზი­დენ­ტი და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი იყოს და ეკ­ლე­სი­ა­ში რომ შეხ­ვალთ, წმინ­და ნი­კო­ლო­ზი და იო­ა­ნე ზე­დაზ­ნე­ლი მო­გე­გე­ბონ, ეგრე სად არის? ილო­ცეთ და ისეთ მთავ­რო­ბას მი­ი­ღებთ, რო­გორ­საც და­იმ­სა­ხუ­რებ­თო.

– მას ხილ­ვა აფხა­ზე­თის და­კარ­გა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჰქონ­და, არა?

– მამა გაბ­რი­ე­ლი ამ­ბობ­და, – სა­ქარ­თვე­ლო ღვთის­მშობ­ლის ეზო-მა­მუ­ლია, სად წა­ი­ღე­ბენ? ალ­ბათ ღვთის­მშო­ბე­ლი ჩვენ­ზე გა­წყრაო. მერე ხილ­ვას იხ­სე­ნებ­და: 2 მხე­და­რი გა­მო­მე­ცხა­და და თეთრ სახ­ლში შე­მიყ­ვა­ნეს. ამ სახ­ლის ჭერ­ზე ხვრე­ლი იყო, იქი­დან სის­ხლი­ა­ნი პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი ცვი­ოდ­ნენ. და­ხო­ცი­ლი ბავ­შვე­ბის დიდი გრო­ვა იყო. ეს რომ ვნა­ხე, შევძრწუნ­დი და უეც­რად ხმა გა­ის­მა: მო­დის! მო­დის! უკან მი­ვი­ხე­დე და ღვთის­მშო­ბე­ლი მო­დი­ო­და, შო­რი­ახ­ლო დად­გა და მი­თხრა, ამ ხალ­ხის­თვის მე­ვედ­რე­ბით? მათ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის სის­ხლში აქვთ ხე­ლე­ბი გას­ვრი­ლი. ღვთის­მშო­ბე­ლი გან­რის­ხე­ბუ­ლი გახ­ლდათ. პირ­ვე­ლად ვი­ხი­ლე და იცით, რო­გო­რი სა­ში­ში იყოო?! მა­შინ ყვე­ლას დაგ­ვა­ვა­ლა, და­წე­რეთ, ილა­პა­რა­კეთ, ლექ­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეთ, იქა­და­გეთ, ნუ­რა­ვინ გა­ი­კე­თებს აბორ­ტს – ეს მკვლე­ლო­ბაა; ერთი ბავ­შვიც რომ გა­დარ­ჩეს, იცო­დეთ, უფა­ლი გა­ცხო­ნებ­თო.

– სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე რას ამ­ბობ­და?

– ეს ყვე­ლა­ფე­რი მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცესს ჰგავს, ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო გაბრ­წყინ­დე­ბაო. ან­ტიქ­რის­ტე დე­და­მი­წა­ზე ტახტს და­იდ­გამს, მაგ­რამ ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მოხ­დე­ბაო. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, მო­რი­გი შეხ­ვედ­რის დროს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვლა­პა­რა­კობ­დით. უეც­რად მამა გაბ­რი­ე­ლი გა­ი­რინ­და, თვა­ლე­ბი და ხე­ლე­ბი ხა­ტის­კენ აღა­პყრო, ასე გა­რინ­დე­ბუ­ლი 15 წუთი მა­ინც იდგა. ვი­ფიქ­რე, ცუ­დად ხომ არ არის-მეთ­ქი? დედა პა­რას­კე­ვამ მა­ნიშ­ნა, არ და­ე­ლა­პა­რა­კოო. გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ შე­მომ­ხე­და და მი­თხრა, უფა­ლი მო­დის, მთე­ლი კოს­მო­სი ძრწის უფ­ლის წი­ნა­შე. მთავ­რდე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი არ­სე­ბო­ბა. ამ ხალ­ხს ჰგო­ნია, სულ დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბა. ამ ამ­ბავს თქვენ მო­ეს­წრე­ბით და მე კი თქვენს სიყ­ვა­რულს ღმერ­თთან ავი­ტა­ნო. იმა­საც ამ­ბობ­და, ხან­და­ხან უფა­ლი ძა­ლი­ან ახ­ლოს მო­დი­სო და ტი­რო­და. მე ერთი მორ­წმუ­ნე კაცი ვარ, ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცოდ­ვი­ლი ზურა ექი­მი. როცა იე­რუ­სა­ლიმ­ში ქრის­ტეს საფ­ლავ­ზე ვი­ყა­ვი, უფ­ლის სი­ახ­ლო­ვე იქ ვიგ­რძე­ნი. ხან­და­ხან უფა­ლი მარ­თლა ძა­ლი­ან ახ­ლოს მო­დის, გინ­დე­ბა იტი­რო და მის წი­ნა­შე გაქ­რე, – ათო­ნის მთა­ზე ყოფ­ნი­სას ასე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და. მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ხალ­ხი რწმე­ნით მი­დი­ო­და, ეს კი ქი­ლი­კის სა­გა­ნი გახ­და. ზოგი გა­კი­ცხეს, გა­ა­შა­ყი­რეს. რწმე­ნა ამ­შვე­ნებს ადა­მი­ა­ნებს და რა­ტომ უნდა და­უ­შა­ლო? მი­ვი­დეს და ილო­ცოს.

– მამა გაბ­რი­ელს სის­ხლი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე აუ­ღეთ და წლე­ბის შემ­დეგ ისევ უხრწნე­ლია.

– ბო­ლოს ცუ­დად რომ იყო, გა­დავ­წყვი­ტე, სის­ხლის სა­კონ­ტრო­ლო ანა­ლი­ზი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვუ­თხა­რი, – სის­ხლი უნდა აგი­ღოთ-მეთ­ქი. მკი­თხა, – რათა? – ღვიძ­ლის ფუნ­ქცია უნდა გა­მო­ვიკ­ვლიო, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი… – მე ეგ თქვე­ნი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს. – მე მა­ინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი. – ჰოდა, თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, თვი­თონ აი­ღეო, – გა­ე­ცი­ნა. ხელ­ზე მი­ვე­ფე­რე. – მამა გაბ­რი­ელ, ახლა რამე რომ შე­მე­შა­ლოს, სწო­რი დი­აგ­ნო­ზი ვერ და­გის­ვა და ცუ­დად გახ­დე, ამის­თვის ღმერ­თი დამ­სჯის და უარს ნუ მე­ტყვი-მეთ­ქი. – ეს რა მი­თხა­რი, აიღე რამ­დე­ნიც გინ­დაო და ხელი გა­მო­მი­წო­და. ისე მოხ­და, რომ სინ­ჯა­რა, რომ­ლი­თაც სის­ხლი მოგვქონ­და, ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­დათ და დიდი ნა­წი­ლი და­იღ­ვა­რა, მხო­ლოდ 2 გრა­მამ­დე დარ­ჩა. უკან ვე­ღარ მივ­ბრუნ­დი, პრო­ცე­დუ­რის ხელ­მე­ო­რედ ჩა­ტა­რე­ბას ვე­ღარ შევ­ბე­დავ­დი. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, მიკ­რო­ა­ნა­ლი­ზის გა­სა­კე­თებ­ლად ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ძებ­ნა და­ვი­წყე. სინ­ჯა­რა რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­ი­ნა­ხეს. ამ ამ­ბი­დან მე­სა­მე დღეს მამა გაბ­რი­ე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. სინ­ჯა­რა აღარ გაგ­ვხსე­ნე­ბია. 4 წლის შემ­დეგ კო­ლე­გამ – ნა­თია არა­ბი­ძემ და­მი­რე­კა: მამა გაბ­რი­ე­ლის სის­ხლი უჯ­რაში რომ შე­ვი­ნა­ხეთ, ახლა ვი­პო­ვე, ისევ ისე­აო. ეს სას­წა­უ­ლია, ანა­ლი­ზი 2 ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ტა­რეთ და ორი­ვე­გან ერ­თნა­ი­რი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ, – ახა­ლა­ღე­ბუ­ლი სის­ხლის თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და, ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­თხვე­ვა­ში კი სის­ხლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ხრწნას იწყებს. მერე პა­თა­ნა­ტო­მი­ის კა­თედ­რა­ზე მი­ვე­დით და ეს ამ­ბა­ვი თა­მარ დე­კა­ნო­სი­ძეს ვუ­თხა­რით. – ასე­თი რამ არც წა­მი­კი­თხავს, არც მსმე­ნია და ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყოო.

– დღეს ეს სინ­ჯა­რა სად ინა­ხე­ბა?

– დედა პა­რას­კე­ვას­თან. თა­ვის დრო­ზე ეს ამ­ბა­ვი პატ­რი­არ­ქსაც მო­ვახ­სე­ნეთ. ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას არას­დროს ჩქა­რობს. თქვა, – და­ვაკ­ვირ­დეთ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფე­ნო­მე­ნია და ასე სწრა­ფად დას­კვნას ნუ გა­ვა­კე­თებ­თო.

– მამა გაბ­რი­ელ­თან ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნელ წუ­თებ­შიც თქვენ იყა­ვით, თვა­ლე­ბი თქვენ და­უ­ხუ­ჭეთ…

– დღის 3 სა­ათ­ზე მი­ვე­დი. შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჩა­ჭე­დი­ლი თი­ა­ქა­რი გახ­ლდათ. ეს მა­ნამ­დეც და­ე­მარ­თა, მაგ­რამ გა­ვუს­წო­რე, ოპე­რა­ცია არ დას­ჭირ­და. გან­მე­ო­რე­ბი­სას უფრო რთუ­ლად ჰქონ­და. ვუ­თხა­რი, – ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია-მეთ­ქი. – ამ კე­ლი­ი­დან არ გა­ვალ… 12 წლი­დან მოგ­დევ, უფა­ლო! და­ვი­ღა­ლე, ამო­ი­ღე სული, და­ლოც­ვი­ლოო! – თქვა და ამ სი­ტყვე­ბით მი­მა­ნიშ­ნა, რომ ჩემი, რო­გორც ექი­მის საქ­მე, იქ აღა­რა­ფე­რი იყო. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მას აგო­ნია ჰქონ­და, კვნე­სო­და და წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხატს თვალს არ აშო­რებ­და. მისი მაჯა ხელ­ში მე­ჭი­რა. სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი იყო, როცა მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ნი­ე­ლი მობ­რძან­და და სუ­ლის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ლოც­ვა წა­უ­კი­თხა; რო­გორც კი კი­თხვა და­ას­რუ­ლა, მამა გაბ­რი­ელ­მა გა­მო­ი­ხე­და, გა­ი­ღი­მა და სული გა­ნუ­ტე­ვა. მი­სი­ვე ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, ჭი­ლოფ­ში გახ­ვე­უ­ლი და­იკ­რძა­ლა. გა­სულ კვი­რას მისი მო­ძღვრე­ბის საფ­ლა­ვე­ბი გა­იხ­სნა. მამა გაბ­რი­ე­ლი ამ­ბობ­და, – მამა გი­ორ­გის გულ­ზე სა­ხა­რე­ბა მე და­ვა­დე და რომ გახ­სნით, ისევ ისე დაგ­ხვდე­ბა­თო. მისი ეს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბაც ახდა. მამა გაბ­რი­ელს თვა­ლე­ბი მე და­ვუ­ხუ­ჭე და საფ­ლა­ვი რომ გახ­სნეს, იქ დავ­ხვდი.

– მამა გაბ­რი­ე­ლი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მე­ო­ხია, ბევ­რი სას­წა­უ­ლი მო­უხ­დე­ნია.

– თა­ვი­სი მად­ლის გა­რე­შე არც მე დამ­ტო­ვა. არ მინ­და შე­ვა­წუ­ხო, რამე ვთხო­ვო, მაგ­რამ რაც კი წა­მომ­ცდა, ყვე­ლა­ფე­რი შე­მის­რუ­ლა. ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: ჩემს მე­უღ­ლეს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა. ოპე­რა­ცი­ის დღეს ჩემ­მა დამ და­მი­რე­კა, – კუ­ჭი­დან სის­ხლდე­ნა და­მე­მარ­თაო. მამა გაბ­რი­ელს ვთხო­ვე, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და და და­მეხ­მა­რე-მეთ­ქი. მე­უღ­ლეს ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, ჩემს დას წყლუ­ლი მო­უწ­ვეს, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა და მამა გაბ­რი­ე­ლი იმ ღა­მეს­ვე გა­მო­მე­ცხა­და. და­ვი­ნა­ხე, ჩემ გვერ­დით სა­წოლ­ზე იწვა, თეთ­რი ზე­წა­რი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. უც­ბად თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა და მი­თხრა, – წყა­ლი და­მა­ლე­ვი­ნეო. სამ­ზა­რე­უ­ლო­დან წყა­ლი მი­ვუ­ტა­ნე. ჯერ ერთი ყლუ­პი მოს­ვა, მერე ჭიქა გა­მო­მარ­თვა და მთლი­ა­ნად და­ლია. მერე წა­მოჯ­და.

– ამ ყვე­ლა­ფერს ცხად­ში ხე­დავ­დით?

– დიახ. მერე ფეხ­ზე წა­მოდ­გა, თავ­ზე ხელი და­მა­დო და ისე დამ­ლო­ცა, რო­გორც პირ­ვე­ლად, – “ქრის­ტე ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოს და გა­კურ­თხოს!” ამ დროს ქუ­ჩი­დან ხალ­ხის გუ­გუ­ნის ხმა გა­ვი­გო­ნე: მამა გაბ­რი­ე­ლი აღ­სდგა! მამა გაბ­რი­ე­ლი აღ­სდგა! ბახ­ტრი­ონ­ზე ვცხოვ­რობ და რომ გა­და­ვი­ხე­დე, მთე­ლი ქუჩა ხალ­ხით იყო სავ­სე. ოთახ­ში რომ შევ­ბრუნ­დი, რა თქმა უნდა, მამა გაბ­რი­ე­ლი იქ აღარ დამ­ხვდა. მერე მის ხატ­თან სან­თე­ლი და­ვან­თე, დავ­მშვიდ­დი. ღა­მის 4 სა­ა­თი გახ­ლდათ. ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ჩემი შვი­ლი სას­წავ­ლებ­ლად ლიტ­ვა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. ვურ­ჩიე, – ხა­ტებ­თან მიდი და კურ­თხე­ვა სთხო­ვე-მეთ­ქი. მი­თხრა, – ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხატ­ზე მი­რო­ნია გად­მო­სუ­ლიო. ვფიქ­რობ, მი­რო­ნი მა­შინ გად­მო­ვი­და, როცა მამა გაბ­რი­ე­ლის გა­მო­ცხა­დე­ბა მოხ­და. ხატ­ზე სამი მსხვი­ლი წვე­თი ახ­ლაც ეტყო­ბა, შემშრა­ლია.

 

– და­ბო­ლოს, რას გვე­ტყვით?

– მად­ლო­ბა უფალს, რომ მამა გაბ­რი­ე­ლის მკურ­ნა­ლი ექი­მი ვი­ყა­ვი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბაა, როცა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სამ­ყა­რო­ში არის ერთი წმინ­და­ნი, რო­მელ­საც შენ პი­რა­დად იც­ნობ­დი და ის შენი პა­ცი­ენ­ტი იყო, რო­მელ­საც ხე­ლით შე­ხე­ბი­ხარ. მამა გაბ­რი­ე­ლის მი­მართ ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი უფრო და უფრო იზ­რდე­ბა. ყვე­ლას უფა­ლი შე­გე­წი­ოთ!

– ამინ!

წყარო ambebi.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!