TaoNews.Ge

24 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

24 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

დღეს, 24 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს, დღეს როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს, აღდგინებას.
დიდი მარხვის შუა პერიოდს აგვირგვინებს ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული „ბზობა“ – იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, რომელიც დიდმარხვის მე-6 კვირას იდღესასწაულება. ამ დღესასწაულს წინ უძღვის ეგრეთწოდებული „ლაზარეს შაბათი“, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს, აღდგინებას (იოანე 11, 1-45). ეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან“ („ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“).
ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნდა.
საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი და  ბზობის დღესასწაული ხსნილია თევზით. ამ დღეს მორწმუნეებს ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები გასახსენებლად იმისა, თუ როგორ უფენდნენ ოდესღაც იესო ქრისტეს მწვანე რტოებს და ებრაელები მისი იერუსალიმში დიდებით შესვლისას, პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!