TaoNews.Ge

ანზორ ჩუბინიძე-ეს იყო გამიზნული პროვოკაცია

ანზორ ჩუბინიძე-ეს იყო გამიზნული პროვოკაცია

“ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურუდლობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართველი საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ ანზორ ჩუბინიძე  დღეს დადის და კარდაკარ და ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ.

საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. თუმცა, ჩემთვის გასაოცარია ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი გასაგებია, რომ ეს არის დისკრედიტაცია, გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის, რა თქმა უნდა, და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების, – ასე ეხმიანება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ტვ პირველის ეთერში 6 მარტს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!