TaoNews.Ge

„შთაბეჭდილება დამრჩა, სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩავიდა, რომ ბუჩას ფონზე სურათები გადაეღო“ – არახამია

ვინ არის დავით არახამია

ვინ არის დავით არახამია,
ფსევდონიმით David Braun (დევიდ ბრაუნი)
2014 წლამდე, არახამიას ოფიციალური ავტობიოგრაფია საკმაოდ ბუნდოვანია და სცდება მის რეალურ ავტობიოგრაფიას, რადგან:
– დაბადების ადგილი ქ.გაგრა-ს ნაცვლად უწერია ქ.სოჩა.
– ლტოლვილის სტატუსით რუსეთში საცხოვრებლად გადასახლების ნაცვლად, უკრაინის ქალაქ მიკოლაევში გადასახლება უწერია(მიკოლაევი ალბათ იმისთვის შეირჩა, რომ მისი პირველი თანამდებობა სწორედ მიკოლაევის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი იყო 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში(სულ ერთი თვე) და საჭირო “სპრავკის“ გაკეთება არ გაუჭირდებოდა)
– მოსკოვის “მგიმო”-ს ეკონომიკური ფაკულტეტის ნაცვლად, კიევის ეკონომიკის ფაკულტეტი უწერია
(თუმცა არ ასახელებს რომელი ინსტიტუტის, ადვილი გადასამოწმებელია)
– 2014 წლამდე რუსეთის მოქალაქე
ის,უკრაინული პოლიტიკის ასპარეზზე 2014 წლის „მაიდანის“ სახელით წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გამოდის და იმავე წლის აგვისტოში ჯერ მიკოლაევის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის თანამდებობაზე ინიშნება, ხოლო იმავე წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრის წარმომადგენლად შესყიდვების დარგში.
თუმცა 2016 წელს სკანდალში გაეხვა.
რადას დეპუტატმა ივან ვინუკმა ის დაადანაშულა, თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი საწვავის ქურდობაში, რომლის საერთო ღირებულება იყო 132 მილიონი გრივნა.
ამ ბრალდების გამო სასამართლოში უჩივლა დეპუტატს, რომელიც 4 წელი გრძელდებოდა და რომელიც საბოლოოდ წააგო არახამიამ.
ამის შემდეგ მას თითქოს აღარ ქონდა პოლიტიკაში “მოღვაწეობის“ უფლება-შესაძლებლობა, ამიტომ მან მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“-სთან დაიწყო თანამშრომლობა და აქტიურად ჩაერთო მის საარჩევნო მარათონში, თუმცა უკრაინელებმა “დაადეს” და 0.4 % აიღეს მხოლოდ.
ამ წარუმატებლობის შემდედ, ისევ იშოვა „ლურჯი საღებავი“ და ზელენსკის პარტია “ხალხის მსახურს” მიეტმასნა.
საკმაო სწრაფად და ოპერატიულად მოიწყო კარიერა და 2019 წელს რადაში ფრაქციის თავმჯდომარედ გავიდა.
სწორედ ამ დროს გაეხვა მომდევნო სკანდალში, ეს სათამაშო ბიზნესის ლობირება და მათ სასარგებლოდ კანონპროექტების შემუშავება იყო. კანონპროექტების, რომლის მთავარი ლოკომოტივი და სულის ჩამდგმელი გახლდათ არახამიას ძველი “მეგობარი“ და მეზობელი რუსეთიდან ბორის ბაუმი, რომელიც რუსეთის კრიმინალური სამყაროს ოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება და სათამაშო ბიზნეს აკონტროლებს უკრაინაში.
მაგრამ ნუ გაიგებთ ისე, რომ ბორის ბაუმი კრიმინალური ავტორიტეტია, არა, ის უბრალოდ მათი “სალაროა“, უბრალო “კანსელიერი“,თორემ ისე რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთანაც საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა აქვს.
მაგალითად:
– 2018 წლამდე ბაუმი ხელმძღვანელობდა ბრიტანულ ფირმა “Brenrose Limited,”რომლის მფლობელიც გახლავთ სერგეი ჩემეზოვი,რომელიც გახლავთ
ფსბ-ს გენერალი, პუტინის ძველი თანამოაზრე და სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კორპორაცია “Ростеx”-ის მფლობელი.
– 2006 წელს ბორის ბაუმი ხელმძღვანელობდა ჯგუფ “VS Energy”-ს,რომელიც თავიდან ეკუთვნოდა გოსდუმის დეპუტატ ალექსანდრე ბაბაკოვს და შემდეგ მიხეილ სპეკტორს,რომელსაც ასევე ეკუთვნის სასტუმრო “Premier Palace Hotel”-ი,
რომელშიც განთავსებულია ყველაზე დიდი კაზინო უკრაინაში.
თუმცა მარტო მენეჯერული ფუნქცია არ აკისრია ბაუმს, ის ასევე არის ბენეფიციარი ოფშორული კომპანია “First National Lotteri Ltd,”რომელიც რუსეთის “პირველი ნაციონალური ლატარეის”ფილიალია.
თუმცა არახამიას მიერ სათამაშო ბიზნესის ლობირების სკანდალი მაშინ დასრულდა, როცა ამ საქმეში მბრალმდებელი ოპოზიციური პარტია “სიცოცხლისათვის” პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით გაუქმდა და რადას 42 დეპუტატი სახლში გაყარეს, ხოლო ამ ამბის გამშუქებელი ოპოზიციური ტელევიზიები უბრალოდ დახურეს

მსგავსი სიახლეები

ღარიბაშვილი თანახმაა დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს
კოპირება აკრძალულია!