TaoNews.Ge

“2021-ჯერ გლოვობს ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის ჯვარცმას. არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს! ადამიანებმა შეკრეს ეკლის გვირგვინი და ქრისტეს დაადგეს!”

“2021-ჯერ გლოვობს ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის ჯვარცმას. არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს! ადამიანებმა შეკრეს ეკლის გვირგვინი და ქრისტეს დაადგეს!”

დღეს წითელი პარასკევია. დღეს უკვე 2021-ჯერ გლოვობს ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის ჯვარცმას.

„არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს… დღეს ეშმაკებმა, ნადირებმა, ან ტურამგლებმა კი არა, ადამიანებმა შეკრეს ეკლის გვირგვინი და ქრისტეს დაადგეს“ (წმიდა იუსტინე პოპოვიჩი)

წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა.

დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა – წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.

ეკლესიებში მსახურების დაწყებამდე, ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი — „საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.

ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში  სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!