TaoNews.Ge

ლარი გაუფასურდა

2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა

ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა.

2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა.

თუ მხოლოდ ქართულ ვებგვერდებს განვიხილავთ, ტენდენცია უფრო გამოიკვეთება. 2020 წელს ბარათებით ქართულ ვებგვერდებზე სულ 77.2 მლნ ლარის გადახდა დაფიქსირდა, საიდანაც 58.6 მლნ აზარტაულ თამაშებზე მოდიოდა, გადახდილი 4.4 მლრდ-დან 3.6 მლრდ ასევე ონლაინკაზიონოების წილი აღმოჩნდა. ჯამში ტრანზაქციების 76% და გადახდილი თანხის 81% სამორინეების საკუთრება გახდა.

კომერსანტი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!