TaoNews.Ge

“2008 წლიდან რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის”- აშშ-ის სამხედრო დაზვერვა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტომ გლობალური საფრთხეების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

აშშ-ის სამხედრო დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ მოსკოვი აშშ-სა და ნატოს თავისი გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის მთავარ საფრთხედ განიხილავს.

„კრემლის მოთხოვნილება მის „უახლოეს სამეზობლოში“ უსაფრთხოების მთავარ გარანტორად დარჩეს კვლავ მზარდია უფრო დიდი ფინანსური რესურსების მქონე გარე აქტორების ფონზე, როგორიცაა ჩინეთი. ამის მიუხედავად, უსაფრთხოების სექტორში საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის ნატოსთან თანამშრომლობა თვალსაჩინოდ ასახავს, რომ რუსული დომინირების მცდელობებს რთული გარემო ექმნება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წლიდან რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის.

„2008 წლიდან რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციით და საერთაშორისო არენაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების კამპანიის წარმართვით. რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და რუს მესაზღვრეებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ პატრულირებისთვის იყენებს. რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას უარყოფს და არ გაჰყავს ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!