TaoNews.Ge

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 203,000 ადამიანი დარეგისტრირდა

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 203,000 ადამიანი დარეგისტრირდა

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად სულ 203,375 განაცხადია დარეგისტრირებული. ამასთან, მათ ელექტრონულ სისტემაში მარტის კომპენსაციებზე ახალი განცხადებების რეგისტრირების ბოლო ვადა 20 აპრილია.

“შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, მარტში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 20 აპრილის ჩათვლით, რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.

დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის, ონლაინშევსების წესის შესახებ ვიდეოინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159

https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8

წყარო :bm.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!