TaoNews.Ge

1991 წლის 30 აპრილს ქართული გვარდიის პირველი აღლუმი პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჩაიბარა

1991 წლის 30 აპრილს ქართული გვარდიის პირველი აღლუმი პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჩაიბარა

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა.

30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

1991 წლის 30 აპრილს დინამოს სტადიონზე გაიმართა ქართული გვარდიის პირველი აღლუმი, რომელიც საქართველოს  პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჩაიბარა

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!