TaoNews.Ge

19 წლის ბიჭმა სკოლაში 9 ბავშვი და 2 მოზრდილი მოკლა

19 წლის ბიჭმა სკოლაში 9 ბავშვი და 2 მოზრდილი მოკლა

რუსეთში, ქალაქ კაზანში შეიარაღებული თავდამსხმელი სკოლაში შეიჭრა და სროლა დაიწყო. tass.ru-ს ინფომაციით, დაიღუპა 11 ადამიანი მათ შორის 9 – ბავშვი. არიან დაშავებულები. საავადმყოფოში 18 დაშავებული ბავშვი გადაიყვანეს, მათგან 6-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მედიის ცნობით, 19 წლის თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და ის უკვე დაკავებულია, თუმცა, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლაში ორი თავდამსხმელი შეიჭრა და ერთ-ერთი სამართალდამცველებმა მოკლეს.

რუსული მედიის თანახმად, 19 წლის თავდამსხმელმა კაზანის 175-ე სკოლა 4 წლის წინ დაამთავრა. რამდენიმე დღით ადრე, მან ტელეგრამ-არხზე საკუთარ თავს ღმერთს უწოდებდა, სროლის დღეს კი დაწერა, რომ “დიდი რაოდენობით ბიონაგვის მოკვლას გეგმავდა”. სროლის შემდეგ ტელეგრამის ადმინისტრაციამ არხი დაბლოკა.

თავდამსხმელი იარაღს კანონიერად ფლობდა და როგორც დეპუტატი ალექსანდრ ხინშტეინი ამბობს, იარაღის ფლობაზე ნებართვა მან 28 აპრილს მიიღო.

ვლადიმირ პუტინმა განკარგულება უკვე გასცა, გამკაცრდეს სამოქალაქო პირებზე იარაღის მიყიდვის პროცედურა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!