TaoNews.Ge

19 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

19 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

19 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი, ნორა თევზაძე, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ბოკერიას კლინიკის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელი ალექსანდრე ვაჩაძე აცხადებს, რომ პაციენტი მათ კლინიკაში 30 ივლისს გადაიყვანეს. ამ დროს, მისი თქმით, პაციენტი 36 კვირის ფეხმძიმე იყო და კოვიდინფექციაც უკვე დადასტურებული ჰქონდა.

კლინიკის თანახმადვე, პირველ აგვისტოს პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, 2 აგვისტოს ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, 5 აგვისტოდან კი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ნორა თევზაძე 26 აგვისტოს, ღამით გარდაიცვალა. ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკის თანახმად, ის კარგად არის.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!