TaoNews.Ge

ხელისუფლებას, რომელიც დაკარგავს ტერიტორიებს, არ აქვს მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, მერობის კანდიდატის წარდგენის დროს, მოსახლეობას 2012 წლამდე პერიოდზე ესაუბრა და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წინა ხელისუფლება აგვისტოს ომში:

“მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს ძალიან რთული ვითარება იყო ქვეყანაში. ავტორიტარული რეჟიმი პრაქტიკულად არავითარ პერსპექტივას არ უტოვებდა ჩვენს მოსახლეობას. ძალადობა, ტერორი, საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრა- ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ვიხსენებთ რა აგვისტოს მძიმე დღეებს, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, თუ რაოდენ გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა აგვისტოს ომმა. ეს უმძიმესი ომი ვერ აარიდა წინა ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას. ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა და მაშასადამე, ვერ დაიცვა ჩვენი ხალხი. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების 20% -ის ოკუპაცია, ე.წ. აღიარების პოლიტიკა, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოყვანა და რაც მთავარია, ძალიან დიდი მოუშუშებელი ტკივილი, ეს არის ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების, ჩვენი სხვა სამოქალაქო პირების გმირული დაღუპვა ომში.” ამბობს ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!