TaoNews.Ge

17 წლის გოგონას დაჭრის ფაქტზე, თანატოლი გოგონაა მხილებული

17 წლის გოგონას დაჭრის ფაქტზე, თანატოლი გოგონაა მხილებული

რუსთავში, 17 წლის გოგონას დაჭრის ფაქტზე, მისივე თანატოლი გოგონაა მხილებული. 17 წლის გოგონამ თანატოლს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. არასრულწლოვანი კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მას მუცლის არეში ზედაპირული ჭრილობა აღენიშნებოდა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არასრულწლოვანი სახლში მალევე გაწერეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა ერთი კვირის წინ, რუსთავში მე-20 მიკრორაიონში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!