TaoNews.Ge

საქართველოში ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს

ევროპარლამენტარები საქართველოს “ღირსების მარშის” დაცვისკენ მოუწოდებენ

“თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართავენ.

მიმართვის წერილში ევროპარლამენტარები ვახტანგ გომელაურს მოუწოდებენ, დაიცვას ლფბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.

“1-5 ივლისს, თბილისში ჩატარდება პარაიდთან დაკავშირებული ღონისძიებები. მათ შორის სამი მთავარი ღონისძიება: 2019 წლის თბილისის პირველ პრაიდ კვირეულზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ღირსების მარშის პრემიერა (პირველ ივლისს), პრაიდ ფესტი – ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით (3 ივლისის) და ღირსების მარში (5 ივლისს), რომელიც ორგანიზებულია ადგილობრივი სოციალური მოძრაობების მიერ. კოლექტიურად ეს იქნება დიდი ღონისძიება, რომელზეც აღინიშნება ლგბტი თემის მრავალფეროვნება.

პრაიდ დემონსტრაციები არის მშვიდობიანი ინტერესების მშვიდობიანი, პოლიტიკური დაცვა და ერთ-ერთი საშუალება თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების წარმოჩენისა. პრაიდ დემონსტრაციები არის ლგბტ აქტივიზმის გამოხატვა და უტოლდება პოლიტიკურ დემონსტრაციებს, რომლის დროსაც თემი ახმოვანებს პრობლემებს, ხაზს უსვამს მიღწევებს და თემის წევრებს საშუალებას აძლევს თანასწორობის მხარდაჭერისთვის გამოვიდნენ. 

შესაბამისად, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ღირსების მარში უნდა გაუქმდეს, ეწინააღმდეგება ამ უნივერსალურ უფლებებს.

ამიტომ, მოგმართავთ, მინისტრო, თხოვნით, რომ ნებადართული იყოს პრაიდის ჩატარება, რომელიც არა მხოლოდ შეესაბამება მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების საყოველთაო უფლებას, ასევე ყველა საჭირო ზომა იყოს მიღებული, რათა უზრუნველჰყოთ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება, რომ ისინი იყვნენ დაცულნი.

გასულ წლებში ჩვენ გვინახავს როგორ გამოიყენეს ლგბტი-ფობიურმა ჯგუფემბა ეს ღონისძიებები სიძულვილის გაღვიძებისთვის და მშვიდობიან ლგბტი დემონსტრანტებზე თავდასხმისთვის. შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის, რომელის შესრულებაზეც საქართველოს პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ეფექტიანად პოლიციის მიერ უსაფრთხოების დაცვა. ლგბტიქ თანასწორობის სტრატეგიის გამოქვეყნების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მეოთხე მუხლის “მსოფლიოს მასშტაბით ლგბტიქ თანასწორობისკენ მოწოდება” გათვალისწინებით, ევროკავშირმა საგარეო ურთიერთობებში უნდა გააგრძელოს ლგბტიქ საკითხებში ჩართულობის გაძლიერება. ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შეფასებისას ევროპულმა პარლამენტმა განაცხადა:

20: მივესალმებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის მუშაობას და დაჟინებით ვითხოვთ, რომ არსებული ადამიანის უფლებები და ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა იყოს სრულად და ეფექტიანად გატარებული, მოგიწოდებთ დამატებითი ძალისხმევისკენ და მუშაობისკენ ქალების, ლგბტ ადამიანების, რომა ხალხის, რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ სოციალურ, ეკონომიკურ, შრომის და ჯანდაცვის სფეროებში. [მოგიწოდებთ] გაუმჯობესდეს უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების სიძულვილის ენის გამოყენების და ძალადობრივი დანაშაულებების გამოძიება და სასამართლო საქმის წარმოება, მოვუწოდებთ ყველა რელიგიურ საზოგადოებას, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სამოქალაქო საზოგადოებას თანამშრომლობისთვის ტოლერანტული გარემოს გაძლიერებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ადმიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს წარუმატებლობა, დაეცვა მშვიდობიანი დემონსტრაცია არღვევს მე-3 მუხლს (არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 მუხლს (დისკრიმინაციის აკრძალვა). საქმე ეხება მშვიდობიან დემონსტრაციას ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. მონაწილეებმა იჩივლეს, რომ პოლიციამ ვერ შეძლო მათი დაცვა ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებისგან და ვერ გამოიძია ინციდენტი, სახელდობრ შემთხვევის დისკრიმინაციული მოტივი.

მას შემდეგ საქართველომ ინვესტიცია ჩადო პოლიციის ოფიცრების წვრთნაში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, მათ შორის ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით. ამან უდავოა, აამაღლა პოლიციელების ცნობიერება, ცოდნა და კვალიფიკაცია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს წვრთნები გამოიღებს შედეგს, გავლენა ექნება მომავალ პრაიდ ღონისძიებებზე საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენაზე.

ევროკავშირის გზამკვლევების შესაბამისად, ლგბტი ადამიანების მიერ ყველა ადამიანის უფლების გამოყენების დაცვისთვის, ევროკავშირს თავის საგარეო პოლიტიკაში აქვს ვალდებულება, დაიცვას და წინ წაწიოს ლგბტ ადამიანის უფლებები, მათ შორს არადისკირმინაციული მოპყრობის უფლება და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება. ჩვენ ვთხოვთ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, ყურადღება მიაქციოს ამ წერილში წამოჭრილ საკითხებს” – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც 28 ევროპარლამენტარი აწერს ხელს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!