TaoNews.Ge

ნიკოლოზ მჟავანაძე-ღალატია როცა ტაოს დამპყრობელს, ეკლესიების გამანადგურებელს საუკუნით რიონის ხეობას და ასეულობით ჰექტარ მიწას ვაძელვთ

,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე და საინფორმაციო სააგენტო ,,ტაო ნიუსის” ხელმძვანელი ,,ნამახვან ჰესთან” დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

,,ღალატია როცა ტაოს დამპყრობელს, ეკლესიების გამანადგურებელს საუკუნით რიონის ხეობას და ასეულობით ჰექტარ მიწას ვაძელვთ. მან ვინც ათასობით ქრისტიანს რჯულის შეცვლის გამო თავი მოჰკვეთა და წამებით გამოასალმა სიცოცხლეს, ერთი საუკუნით რიონის ხეობას და ასეულობით ჰექტარ მიწას ვაძელვთ. მან ვინც დედა სამშობლოს აჭარა და გურია მოსწყვიტა, ერთი საუკუნით რიონის ხეობას და ასეულობით ჰექტარ მიწას ვაძელვთ. მან ვინც ტაოში დარჩენილი ქართველები გაამუსლიმანა, ჩვენი ეკლესია მონასტრები გაანადგურა,  ერთი საუკუნით რიონის ხეობას და ასეულობით ჰექტარ მიწას ვაძელვთ.

ეხლა ვიღაც გზააბნეული და უწიგნური გამოვა და იტყვის ეს  ყველაფერი წარსულს ჩაბარდა ახლა ჩვენ და თურქეთი ისტორიული მეგობრები ვართო. არაფერი ისტორიას არ ჩაბარებია, როგორც ადრე ახლაც თურქეთი საქართველოს დარჩენილი ტერიტორიების დაპყრობას გეგმავს. ამის შესახებ  თურქეთის ლიდერმა ერდორანმა და საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძვანელმა დავიდ ოღლუმ არაერთხელ ისაუბრეს. ჩვენ ოსმალეთის იმპერია უნდა აღვადგინოთ და  აჭარა მშვიდობიანად უნდა დავიბრუნოთო. დავიბრუნოთო და იბრუნებენ ომის და სისხლის გარეშე, მეჩეთების მშენებლობის დაფინანსებით,  რელიგიური სასწავლებლების გახსნით, სააკაშვილზე ზეწოლის შედეგად ათასობით თურქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემით, დიდგორობის დღესასწაულად გამოცხადების აკრძალვით, თურქული სერიალებითა და კულტურულ-საგანმანათლებო პროექტების ექსპანსიით.”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!