TaoNews.Ge

13 მაისიდან ტრანსპორტი და საჯარო სამსახურები მუშაობას იწყებენ – ვირუსის პიკს სპეციალისტები სწორედ მაისის შუა რიცხვებში ელოდებიან

3 დღეში ქვეყანაში ის რეგულაციები იხსნება, რომელიც 10 დღის გამავლობაში მოქმედებდა – 13 მაისიდან მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი და საჯარო სამსახურები. აისახება თუ არა ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე, რომელიც დღითიდღე უარესდება, იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და დაღუპულთა სტატისტიკა.

სპეციალისტები პიკს მაისის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ, თუმცა, როგორ გადაივლის ეს პერიოდი, ძირითადად, მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაცვაზეა დამოკიდებული. ამ პასუხისმგებლობაზე ჯანდაცვის სფეროს თითქმის ყველა წარმომადგნელი საუბრობს.

ექიმები თანხმდებიან იმაზეც, რომ მხოლოდ გაცემული რეკომენდაციები, რომელზეც უკვე მეორე წელია საუბრობენ, საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია, შესაბამისმა სამსახურებმა რეგულაციების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ. სწორედ შეზღუდვების უგულებელყოფაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!