TaoNews.Ge

„13 წელი შვილი არ მყავდა, გადავწყვიტე კეთილი საქმე მეკეთებინა და.” – სასწაულებრივად გადარჩენილი ზუგდიდელი ქალის საოცარი ისტორია

„13 წელი შვილი არ მყავდა, გადავწყვიტე კეთილი საქმე მეკეთებინა და.” – სასწაულებრივად გადარჩენილი ზუგდიდელი ქალის საოცარი ისტორია

სალომე ფაცაცია, რომელსაც ზუგდიდში მატარებელი დაეჯახა, სხვისი შვილის დედაა. ის 4 წლის ვერონიკას, როგორც თავის შვილს ისე ზრდის. მას 13 წელი შვილი არ უჩნდებოდა. ამ თემაზე ის ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.

„13 წელი შვილი არ მყავდა, ამიტომაც გადავწყვიტე კეთილი საქმე მეკეთებინა და საქველმოქმედო ფონდი დამეარსებინა.

2018 წელს შემეძინა გაბრიელი. ჩემმა რწმენამ განაპირობა, რომ დღეს დედა ვარ. ყოველთვის მჯეროდა, რომ აუცილებლად გავხდებოდი დედა. მხოლოდ ექიმების იმედად არ ვყოფილვარ, ლოცვამ და რწმენამ მომცა შვილი და ჩემმა გაკეთებულმა საქმეებმა.

ასევე მყავს სახლში პატარა გოგო, რომელიც 7 თვიდან ჩვენთან იზრდება.

დედამისთან ერთად ცხოვრობს ჩემთან. ქმარს გაშორდა, წასასვლელი არსად ჰქონდა და მე შევიფარე. ვერო ახლა 4 წლის არის და ისიც ჩემი შვილი. ჩემთან, რომ მოვიდა 4 თვის ორსული ვიყავი. ახლა გაბრიელი და ვერო და-ძმასავით იზრდებიან“, – ყვება სალომე ფაცაცია.

ცნობისთვის, 24 მარტს, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, საკონსერვო დასახლებასთან, ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რომლის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, სალომე ფაცაცია დაშავდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!