TaoNews.Ge

13 მარტს დაგეგმილი ოპოზიციის აქცია 20 მარტისთვის გადაიდო

13 მარტს დაგეგმილი ოპოზიციის აქცია 20 მარტისთვის გადაიდო

13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო, ხოლო დანარჩენი აქციები მოდიფიცირდება. განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ .

ჩვენ, გუშინდელ შეხვედრაზე, ისევე როგორც დღევანდელ შეხვედრაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად, რომლის ინიცირებაც მოახდინა პირადი მედიატორობით პრეზიდენტ მიშელმა.

ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით, შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ, სადაც არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია. 13 მარტის აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!