TaoNews.Ge

„კასანდრას წყევლის ქვეშ ვარ” – გუბაზ სანიკიძე

„12 წელია იმას იძახიან მაგას უნდოდა მილიონის შოვნაო – მეგობრებო, ვის არ გინდათ მილიონის შოვნა?“ – გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ მისთვის საჩოთირო თემაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა:

„12 წელია ამას ლაპარაკობენ, მაგას უნდოდა მილიონის შოვნაო. ტროლ-ბოტების მთავარი შემოტევაა, ვერაფერი რომ ვერ მომიძებნეს, რატომ არის ამხელა წონის და მაგას უნდოდა მილიონის შოვნაო. მეტი არაფერი არ აქვთ. ძვირფასო მეგობრებო, ვის არ გინდათ მილიონის შოვნა?“ – აღნიშნა “ტვ პირველის” ეთერში გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებით განაცხადა: „ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი იყო ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. გახსოვთ ამის თაობაზე. ახლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორც მიეყიდა სააკაშვილს. ასი ათას დოლარად გაყიდული არის ეს კაცი, რომ იცოდეთ თქვენ, ყველამ“.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!