TaoNews.Ge

რა საერთო გაქვთ ასოციაციას ბატონო დავით ბაია პატარაიასთან ?- ლაშა ჯანიბეგაშვილი

რა საერთო გაქვთ ასოციაციას ბატონო დავით ბაია პატარაიასთან ?- ლაშა ჯანიბეგაშვილი

..საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association

რა ხდება გამაგებინეთ?? ბაბუცა პატარაიას არის კრიმინალი, რომელიც საკუთარ კლიენტებს ადვოკატთან დაპირისპირებისას იარაღად იყენებს, საქმეს აყალბებინებს და საციხოდ უხდის საქმეს! უკვე მე-2ქალბატონია მასეთი, რომლებსაც ბაია პატარაიას ორგანიზაციამ ჩემთან დაპირისპირებისას პრობლემები შეუქმნა მასალები გააყალბებინა ეს (სამხარაულის კოპიუტერული ექსპერტიზით დადასტურდა) და საციხოდ გაუხადა საქმე! დღეს, ხვალ არ გამოვრიცხავ შეიძლება ბრალი წაუყენოთ და დააკავონ კიდეც.

რა საერთო გაქვთ ასოციაციას ბატონო დავით ბაია პატარაიასთან ?
, საქმეში ჩემს წინაღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული საქმე შემაკავებელი ორდერის სისხლით შეუტრიალდა ბაია პატარაიას ორგანიზაციას, საქმეში არის მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჩადენილ დანაშაულს.
ბაბუცას ორგანიზაციის წევრთა შესაძლო დანაშაულზე გამოძიებაა დაწყებული,(სისხლის საქმეა აღძრული) მაშინ როცა მე მოვითხოვ საქმიანობის უფლება შეუჩერდეთ და ჩამოერთვათ!
ორგანიზაცია რომლის ხელმძღვანელიც ბაბუცა პატარაიაა მთელ ადვოკატთა კორპუსს შეურაცყოფას აყენებს, დისკრედიტაციას უწევს, ადვოკატებს შეურაცყოფს, პირადად და საჯაროდ, თქვენ ლექტორად რატომ დაგვისვით, ვინმეს შეგვეკითხეთ?? ბაია პატარაიამ ჩვენ რა უნდა გვასწავლოს??? !
თქვენ რატომ იწვევთ ლექციების საკითხავად ადვოკატთა ასოციაციაში??????? ეს არის ყველა ადვოკატის შეურაცყოფა,
როცა ჩემზე ბაია პატარაიას დაკვეთით საჯარო ცილისწამებებით ტელევიზიებით თავდასხმა ხდებოდა არცერთი ღია განცხადება ტელემასმედიით არ გაგიკეთებიათ თქვენ როგორც ასოციაციის ხელმძღვანელს. წინა თავჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ასეთი არ იყო ყოველთვის გვერდში გვედგა ადვოკატებს, ძალიან ძვირად დაგვიჯდა ადვოკატებს ერთიანობა, ბევრი ღირსეული ადვოკატი გვყვავს ასოციაციაში და თქვენი დამოკიდებულებით ნუ გლეჯთ ადვოკატთა ერთიანობას და ნუ მაფიქრებინებთ რომ ამ გაურკვეველი წარმონაქმნის ორგანიზაციასთან რომელიც ადვოკატებს გვებრძვის,რაიმე საერთო გაქვთ.”- წერს სოცილურ ქსელში ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!