TaoNews.Ge

“11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე ჩემი მწყობრიდან გამოყვანას, მოვითმენ. მე-15-ზე შეიძლება ვერც მე მოვითმინო”-მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა თავად გამოიყვანა მეუფე ანტონი მწყობრიდან და სწორედ ამის მიზეზი იყო, ის რაც ვიხილეთ.

„ჩავიდა თქვენი კოლეგა მეუფე ანტონთან, ტაძრის დღესასწაულია, დაბადების დღეა, კადრებიდან ჩანს, არაა ნასვამი. დავთვალე, 11-ჯერ ცდილობს მთელ სიუჟეტში გამოიყვანოს წყობიდან. პირველი, რასაც უწყებს ლაპარაკს – მეუფემ სცემა მღვდელი და თქვენ რას იტყვით. მეუფე რამდენჯერმე ეუბნება, დამანებეთ თავი, არ მსიამოვნებს თქვენთან საუბარი. და ბოლოს ახერხებს ეს ადამიანი.

ცუდია, გგონიათ მეუფე ანტონს მოსწონს მისი საქციელი? ხელით არ უნდა შეეხოს არავინ არავის. მე ამ ამბიდან დავიმახსოვრე, რომ 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე ჩემი მწყობრიდან გამოყვანას, მოვითმენ. მე-15-ზე შეიძლება ვერც მე მოვითმინო და შეიძლება მეც შევეხო ხელით, მეც ადამიანი ვარ. თუმცაღა, ამ, საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს.

აქ საუბარია, რომ მოახერხა ჟურნალისტმა და მე-11 მცდელობაზე გამოიყვანა მწყობრიდან“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!