TaoNews.Ge

“დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში”- საელჩოები

“ჰომოსექსუალი ადამიანი ეშმაკეულია და მისი ეკლესიაში შესვლა არ შეიძლება” – თეოლოგი ედიშერ ჭელიძე

ამ წლის 10 ივლიის საბერძნეთში სტუმრად მყოფმა ამერიკის მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფოროსმა გლიფადის ეპარქიაში ჰომოსექსუალი წყვილის სუროგაციის გზით აყვანილი შვილი მართლმადიდებელ ქრისტიანად მონათლა რასაც საზოგადოებაში დიდი მითქ-მოთქმა მოჰყვა.

ქართველმა თეოლოგმა ედიშერ ჭელიძემ თავდაპირველად აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“კითხვა: “ერთი შემთხვევა მოხდა ეხლახანს საბერძნეთში, ასე გაცხადებულად ალბათ პირველად. მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა ჩაატარა ჩვილის ნათლობა. ეს ჩვილი იყო ჰომოსექსუალ წყვილთა შვილი, მგონი სუროგატი დედის საშუალებით გააჩენილი. ბევრი მიიჩნევს, რომ არ უნდა მოენათლა ეს ბავშვი სასულიერო პირს სწორედ იმ გეი ე.წ. წყვილის გამო”.

ედიშერ ჭელიძის პასუხი:

“ნებისმიერი ადამიანის ნათლობა აუცილებელია. მშობლების ზნეობრივ მდგომარეობას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. ბევრი წარმართის შვილი მოინათლა წმინდა მოძღვართა მიერ და ამ წარმართთა (მშობელთა) ნაწილი შესაძლოა ჰომოსექსუალებიც იყვნენ, ვინაიდან ჰომოსექსუალობა საკმაოდ იყო გავრცელებული ანტიკურ საბერძნეთში. ერთადერთი, რაც წმინდა ეკლესიის მიერ აპრობირებული არ არის, ესაა ძალადობრივი ნათლობა ანუ შვილების იძულებით გატაცება მშობლებისგან და ისე მონათვლა. დაუშვებელია ისიც, რომ მოსანათლი ჩვილების (ან ნებისმიერი სხვა ადამიანის) ნათლია ანუ მიმრქმელი იყოს ჰომოსექსუალი (ან კიდევ სხვა უმძიმესი ცოდვის მქონე პირი), ვინაიდან მიმრქმელის ვალდებულებაა მისი ნათლულის მართლმადიდებლური სარწმუნოებით და ზნეობით აღზრდა და ამას ჰომოსექსუალი როგორ შეძლებს?”.

მიმოწერას ინტერნეტში ასაჯაროვებს თეოლოგი დავით ბრეგვაძე.

მოგვიანებით კი აღნიშნულთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალი ეშმაკეულია და მისი არა თუ მსახურებაზე დასწრება, არამედ ეკლესიაში შესვლაც კი არ შეიძლება:

“ჩვენდამი იყო შეკითხვა დასმული იმასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება ჰომოსექსუალთა შვილების მონათვლა, თუკი მათ ღირსეული (ე. ი. არა სასიკვდილო ცოდვით სნეული) მიმრქმელები ჰყავთ. ჩვენ გავეცით ერთადერთი დოგმატური პასუხი (სხვა აზრი, უბრალოდ, მართლმადიდებლობის აბსოლუტური უარყოფაა), რომ “ნებისმიერი ადამიანის ნათლობა აუცილებელია. მშობლების ზნეობრივ მდგომარეობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს”. მეორე მხრივ, იქვე მკაფიოდ მივუთითებდით, რომ “დაუშვებელია ისიც, რომ მოსანათლი ჩვილების (ან ნებისმიერი სხვა ადამიანის) ნათლია ანუ მიმრქმელი იყოს ჰომოსექსუალი (ან კიდევ სხვა უმძიმესი ცოდვის მქონე პირი)”. აღნიშნული აზრიც ერთადერთი საეკლესიო სწავლებაა. დავძენთ, რომ ჩვენი ზემოხსენებული პასუხი, ცხადია, ზოგადი განმარტება იყო, ისე რომ წარმოდგენა არ გვქონდა, თუ რა იყო ის კონკრეტული შემთხვევა, რაც მითითებული იყო ჩვენდამი დასმულ შეკითხვაში. ამჯერად შევეხებით იმას, თუ რატომ (უფრო სწორად რისთვის) აქვს კონკრეტული შემთხვევის ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა. არა იმისთვის, რომ უკლებლივ ყველა ადამიანის ნათლისღების გარდაუვალობის დოგმატი შეიცვალოს (ნუ იყოფინ!), არამედ იმიტომ, რომ (როგორც ეს მრავალგზის გაგვიცხადებია საჯაროდ და უტყუარი წყაროებზე დაყრდნობით დაგვიმტკიცებია) თვით ნათლისღების (ისევე როგორც სხვა წმინდა საიდუმლოების) კონკრეტულ გარემოებაში აღსრულებისა თუ არ-აღსრულების კანონიკურობა განისაზღვროს. ეს ნიშნავს შემდეგს: თუ წმინდა მღვდელმოქმედების აღსრულებისას მღვდელმოქმედმა (მღვდელმა) იცის, რომ მსახურებას ესწრება მომაკვიდნებელი ცოდვით (ამ შემთხვევაში ჰომოსექსუალიზმით ან რომელიმე სხვა ანალოგიური სიმძიმის ცოდვით) სნეული ადამიანი, ხსენებულმა მღვდელმოქმედმა გარდაუვალად დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მღვდელმოქმედება და მოითხოვოს უკეთურის ტაძრიდან გაძევება. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ სასიკვდილო ცოდვით გაუკუღმართებული ადამიანის არათუ წმინდა მსახურებაზე დასწრება, არამედ წმინდა ტაძარში უბრალოდ შეშვებაც კი დაუშვებელია და ამაზე “დიდი სჯულისკანონი” არაერთგზის მსჯელობს. საქმე ისაა, რომ როდესაც უკეთური ანუ, უფრო რეალური სახელწოდებით, ეშმაკეული ადამიანი (ყველა ადამიანი ეშმაკეულია, თუკი იგი შეუნანებელია თავის სასიკვდილო ცოდვაში) რაიმე სახით მონაწილეობს წმინდა მსახურებაში,ხსენებული ეშმაკეულის სიბილწის თანაზიარი ხდება თვით მღვდელიც (თუ ხდება ისე, რომ მღვდელმა არ იცის რომელიმე დამსწრე პირის ეშმაკეულება, ღვთის ნების შესაბამისად უთუოდ საღვთო განგებით გაცხადდება ეს, როგორც ამის ნიმუშებს ადასტურებს საეკლესიო ისტორია).

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ ადგილი აქვს იმას, რომ თვით მოსანათლი ადამიანის მშობელია ეშმაკეული და ის მაინც გაცხადებულად ესწრება თავისი შვილის ნათლობას (თუნდაც რომ მიმრქმელები უაღრესად ღირსეულნი იყვნენ). კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასეთ შემთხვევაში მღვდელმოქმედმა დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს მისი გაძევება ტაძრიდან და მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძოს მსახურება, როდესაც დარწმუნდება, რომ ტაძარში არცერთი უკეთური არ იმყოფება და არ ბილწავს იქაურობას. ამრიგად, კვლავ ხაზგასმით ვიტყვით, რომ, ერთი მხრივ, ნებისმიერი მშობლის შვილის (ანუ ნებისმიერი ადამიანის) ნათლობა გარდაუვალად აუცილებელია (თუ ვინმე ამის საპირისპიროს მოძღვრობს, იგი უმალ ჯოჯოხეთის მოძღვარია), ხოლო, მეორე მხრივ, თვით წმინდა მსახურება აუცილებლად უნდა აღსრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მსახურებაში არ მონაწილეობს არცერთი გაუკეთურებული პიროვნება (არც საერო და არც სასულიერო). ამიტომ, თუ ღირსეული ადამიანები მღვდელმსახურთან მიიყვანენ ჩვილს, რომელიც მათ არაძალადობრივად გამოარიდეს ეშმაკეულ (ამ შემთხვევაში ჰომოსექსუალ) მშობელს (ვთქვათ, გამოარიდეს იმ დროს, როდესაც, ამ მშობელმა, როგორც ეს ზოგადად გაუკუღმართებულ ადამიანს სჩვევია, ბილწი ვნების მოძალებისას მიატოვა თავისი შვილი), სამღვდელო პირმა იმგვარივე გულმხურვალებით უნდა აღასრულოს მისი ნათლისღება, როგორც – ნებისმიერი სხვა ადამიანისა, მაგრამ თუ იმგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც გამჟღავნებულად ეშმაკეული მშობელი (ან რომელიმე სხვა ამგვარი ადამიანი) თვით მოინდომებს მონაწილეობის მიღებას წმინდა მსახურებაში, სამღვდელო პირმა ან ეს ადამიანი უნდა გააძევოს ტაძრიდან ან თვითვე უნდა შეწყვიტოს წმინდა მსახურება ვიდრე ტაძრის სრულ განწმენდამდე. სხვათაშორის, კვლავ აღვნიშნავთ იმასაც, რაც, ასევე, არაერთგზის გაგვიცხადებია საჯაროდ, რომ გაცილებით უფრო გავრცელებულ შემთხვევებშიც კი, როდესაც, ვთქვათ, მშობელი ან მიმრქმელი, რომლებსაც ზოგადად შესაძლოა არ ჰქონდეთ რომელიმე სასიკვდილო ცოდვა, მაგრამ უდიერად იქცევიან ნათლობის დროს (ჩვენ გვინახავს, თუ როგორ “ხმალაობდნენ” წმინდა სანთლებით ე. წ. ნათლიები, როდესაც მღვდელი უწმინდეს ლოცვებს წარმოთქვამდა), თუ მათდამი მღვდლისგან მოწოდების მიუხედავად ისინი კვლავ გააგრძელებენ ამგვარ ქცევას, სამღვდელ პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს წმინდა მსახურება, რომ თავადაც არ დაექვემდებაროს სიწმინდეთმკრეხელობის უმძიმეს სასჯელს”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!